ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.

მათივე ცნობით, ის ჩაიბარებს განახლებულ სტრუქტურას, რომლის ჩამოყალიბებაც რეორგანიზაციის პროცესის შედეგად განხორციელდა.

ირაკლი ბაღათურია 2021 წლიდან იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობას. მას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.

როგორც აფხაზეთის ა/რ მთავრობაში აღნიშნავენ, განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულ აფხაზეთის მთავრობის სამივე წარმომადგენლობაში ფუნქციონირება განაახლა და განცხადებების მიღება დაიწყო ყველა შესაბამისმა კომისიამ.

„კომისიების ფარგლებში, დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადი მატერიალური დახმარების მისაღებად წარადგინონ შესაბამისი განცხადება, ასევე დევნილობის სტატუსის მაძიებელ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და/ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე განმარტებით, რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა სტრუქტურული ერთეულების ეფექტიანობის გაზრდას, დევნილთა საჭიროებებზე მორგებულ სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებასა და აფხაზეთის მთავრობის რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.