Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/3934ea982536713e31c630a3ae728ebd.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/3934ea982536713e31c630a3ae728ebd.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/3934ea982536713e31c630a3ae728ebd.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/3934ea982536713e31c630a3ae728ebd.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რეგიონი
Al Jazeera - რუსეთის მეზობელს ახალი ღობეები აწუხებს
"რუსეთის მეზობელს ახალი ღობეები აწუხებს", - ამ სათაურით აქვეყნებს ტელეკომპანია Al Jazeera ენდრიუ ქონელისა და ჯეიკობ ბალზანი ლუვის სტატიას დიცში განვითარებულ მოვლენებზე. როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, 2008 წლის სისხლიანი ომის შემდეგ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ღობეებს აღმართავს თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, 120 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ დიცში. "სოფელ დიცში, ილია ბერუაშვილის ბაღიდან რამდენიმე მეტრში აღმართული მწვანე მავთულხლართები მას მეორე მხარეს გადასვლას უკრძალვას. ერთი შეხედვით უსაფრთხო მავთულები, ილიასთვის და მისი მეზობლებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. გასულ კვირებში რუსმა სამხედროებმა ღობეები აღმართეს, რათა სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაცია მოახდინონ. სამხრეთ ოსეთის სადავო ტერიტორიის გამო, 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა", - წერენ ენდრიუ ქონელი და ჯეიკობ ბალზანი ლუვი. მათივე თქმით, ამ ღობეების აღმართვის შემდეგ, ბერუაშვილის სახლი ღობის უკან მოჰყვა და ის იმ ადამიანებს მოწყვიტა, ვისთან ერთადაც გაიზარდა და იმ რეგიონს დააშორა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. "საქართველოსთან დაძაბულობა ოსების გამო 2003 წელს პროდასავლური მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაიზარდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას აპირებდა. სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებისა და რამდენიმეკვირიანი შეტაკების შემდეგ, საქართველომ საჰაერო და სახმელეთო შეტევა დაიწყო სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში. ამას რუსეთის სწრაფი რეაგირება მოჰყვა, რომელმაც ტანკები შეიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე. რამდენიმე დღეში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოცხადდა, რუსეთმა კი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და რეგიონს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს. მიუხედავად ქართველებისა და ოსების შერეული ოჯახებისა, მოქალაქეები ორივე მხარის მიმართულებით გადასვლისას სირთულეებს აწყდებიან", - ნათქვამია სტატიაში. როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, მათთან საუბარში ილია ბერუაშვილი აცხადებს, რომ რუსების მიერ ღობეების აღმართვა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების გამო დაიგეგმა. "ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. პუტინი აიძულებს ბიძინა ივანიშვილს მათთან მოლაპარაკებების გამართვას, ყურადღების მიქცევას და პრემიერის რუსეთში ჩასვლას", - ციტირებს "ალ ჯაზირა" ილია ბერუაშვილის კომენტარს, რომელიც ასევე ამბობს, რომ სანამ ცოცხალია, არ დაუშვებს მისი სახლი ღობეების აღმართვის გამო საზღვრის მეორე მხარეს მოხვდეს. ენდრიუ ქონელის და ჯეიკობ ბალზანი ლუვი ასევე ციტირებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კოსტა ძუგაევის კომენტარს, რომელიც უარყოფს მოსაზრებას, რომ ღობეების აღმართვა საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. "ეს დაგეგმილი სამუშაოებია და არანაირად არ უკავშირდება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს. საზღვრის ფიზიკური დაცვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული კონფლიქტი ჯერაც გადაუჭრელია", - აცხადებს ძუგაევი. მისივე თქმით, ორივე მხარემ უნდა შეძლოს და უნდა დაამყაროს მშვიდობიანი ურთიერთობები. სტატიის ავტორები ასევე ციტირებენ საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილის ქეთი ციხელაშვილის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ღობეების აღმართვა მიუღებელია. "ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დაზარალდა 2008 წლის კონფლიქტის შედეგად. აქაურები ძირითადად სოფლის მეურნეობაზე არიან დამოკიდებული და სხვა შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. ადამიანური თვალსაზრისით, ეს მავთულხლართები ძალიან სამარცხვინო და ახალი ბერლინის კედელის აგების არაცივილიზებული ფორმაა", - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბევრმა ადგილობრივმა სამუშაოდ თურქეთს მიაშურა, სადაც სეზონურ მშენებლობებზე მუშაობენ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც სოფელი არ მიატოვეს. მათ შორის, სოფელ დიცში მცხოვრები 24 წლის თამარ მძინარაშვილია, რომელიც 30-კილომეტრიან რადიუსში ერთადერთ აფთიაქს ამუშავებს. თუმცა, როგორც მძინარაშვილი აცხადებს, სოფელში ხშირად ისმის გასროლის ხმა, ზოგჯერ ეს ხმები ქორწილსა და ნადირობას უკავშირდება, თუმცა ხშირად რუსი და ოსი სამხედროების ერთობლივი წვრთნების შედეგად ისმის. "რუსებს ჩემს მტრებად არ მივიჩნევ. ეს პოლიტიკური საკითხია, რომელიც ჩვეულებრივმა ადამიანებმა კი არა, სხვებმა უნდა მოაგვარონ. მაგრამ სამწუხაროდ, სოფელში ყველა არ ფიქრობს ასე. გასულ კვირას ღობეების მახლობლობად ქართველები და ოსები დაუპირისპირდნენ ერთამანეთს, ყველას შეეშინდა, რომ ეს შურისძიების გამო ხდებოდა. ერთადერთი რაც აქაურებს დაგვრჩენია, იმედია", - აცხადებს თამარ მძინარაშვილი "ალ ჯაზირასთან" საუბრისას. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
30 / მაისი 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
30 / მაისი 2025
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.