საზოგადოება
ინტერვიუ USAID-ის მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან (ვიდეო)
14 მაისს ასოციაცია "ათინათში" სტუმრობისას, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში - პიტერ ვიბლერმა ინტერვიუ მისცა რადიო "ათინათს". მან ისაუბრა სამეგრელოში ვიზიტის მიზნებზე, იმ პროექტებზე, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს რეგიონში, ასევე გაგვიზიარა შთაბეჭდილებები იმ ზუგდიდელ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტების მონაწილეები არიან, მათ შორის, აფხაზეთის #11 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. პიტერ ვიბლერმა ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებსაც ისინი აფხაზეთის რეგიონში ახორციელებენ, მათ შედეგებსა და გავლენაზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ისინი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს უწევენ, ასევე, მედიის როლზე, მხარეების დაახლოების თვალსაზრისით. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რას გეგმავს USAID საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებას მიზნით.


რადიო „ათინათი": ძნელია გადააფასო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის მთავრობის და ხალხის მხარდაჭერა. საქართველოში USAID-მა განახორციელა და ამ ეტაპზე ახორციელებს პროგრამებს, რომლებიც მოიცავენ თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონში. მადლობა მინდა გითხრათ, ჩვენი ხალხის სახელით დახმარებისთვის და მინდა გკითხოთ რეგიონში ვიზიტის მიზნებზე და ასევე, იმ პროექტებზე, რომლებსაც ახორციელებს სააგენტო რეგიონის მასშტაბით.

პიტერ ვიბლერი:
მადლობა. რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა აქ რომ ვიმყოფები. რადენიმე თვეა, რაც არ ჩამოვსულვარ თქვენ მხარეში, გამომდინარე პანდემიიდან. USAID საქართველოში ძალიან აქტიურია და ჩვენ თითქმის მთელს ქვეყანაში ვახორციელებთ ძალიან ბევრ პროგრამას, მათ შორის სამეგრელოში. ცოტა ხნის წინ გამოვეცით ქვეყნის განვითარების ახალი სტრატეგია, სადაც რამდენიმე მიმართულებაა მნიშვნელოვანი. პირველი - ეს არის ქვეყნის მედეგობის გაძლიერება გარე მავნე ზეგავლენის მიმართ, ამაში შედის რა თქმა უნდა, ენერგოუსაფრთხოება, ქვეყნის მთავრობის გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ ადმინისტრაციულ ხაზთან მყოფი მოსახლეობა. მათ შორის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მხარეს. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენგან. მიხარია, რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა. მეორე - მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული დემოკრატიის გაძლიერებაა და მესამე, ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. სამეგრელოში ვიზიტის მთავარი მიზანი, ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრა იყო, შევხვდით ჩვენი პროექტების განმახორციელებლებს. ასევე ვიყავით ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის #11 საჯარო სკოლაში, სადაც დევნილი ბავშვები სწავლობენ. შევხვდით ახალგაზრდებს. ისინი მომავალი ლიდერები არიან. ამავე დროს შევხვდით „ათინათის“ ახალგაზრდულ კლუბს, რომელსაც ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს. იქ ძალიან ბევრი აქტიური ახალგაზრდა ვნახეთ. ისინი ამაყობენ თავიანთი ქვეყნის მომავლით. მათი ორიენტირია ევროპა და უნდათ, რომ ქვეყანა ევროპაზე იყოს უფრო ორიენტირებული. ეს არის თქვენი ქვეყნის მომავალი თაობა და ეს არის ძირითადად ის პროექტები და ის მიზანი, რის გამოც მე აქ ვიმყოფებოდი. 

რადიო „ათინათი": ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რა ემოციები მიიღეთ ახალგაზრდებისგან, რამდენად ადეკვატურია USAID-ს მიერ გაწეული ძალისხმევა პროექტების მიერ განხორციელებული შედეგების.


პიტერ ვიბლერი: ემოციები ყველაზე დადებითი და ძლიერია. ძალიან დიდი იმედი მომეცა, როდესაც ამ ახალგაზრდებს შევხვდი. ისინი არიან საქართველოს და თქვენი ქვეყნის ძალიან დიდი იმედი. მართლაც შთამბეჭდავი იყო მათთან შეხვედრა. დარწმუნებულები არიან იმაში, რაზეც საუბრობენ. მე, მაგალითად, მათ ასაკში არ ვიყავი ასეთი თავდაჯერებული. რა თქმა უნდა, ამაში თავისი წვლილი მიუძღვის PITA-ს და „ათინათს“. მაგრამ, მათ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნიათ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი შეცვალონ. აქ რა თქმა უნდა, მარტო ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით. ანუ, ქვეყანამ უნდა გააკეთოს ბევრი, ხალხმა უნდა გააქტიურდეს რა თქმა უნდა ჩვენს საქართველოს მთავრობის მთავრობის საქმეს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ და ვუზრუნველყოთ იმ ტექნიკური მხარდაჭერით, რომელიც დაეხმარება მათ, მათი საქმიანობის განხორციელებასა და სრულყოფაში.

რადიო „ათინათი“: ჩვენი რადიო მე - 7 წელია ჩართულია (M-TAG) - ის პროგრამაში რომელსაც საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ახორციელებს,
ამ პროექტის ფარგლებში ვამზადებთ ქართულ აფხაზურ გადაცემას და სხვა მედია პროდუქტს, თქვენ ახლა მოდიხართ აფხაზეთიდან, სადაც USAID ახორციელებს პროექტს ჰორიზონტი, ასევე სხვა პროგრამებს, როგორ შეაფასებდით ამ პროექტის შედეგებს და გავლენას, მათ შორის, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოების პერსპექტივის თვალსაზრისით. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ხომ არ შეიზღუდება საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობები, რუსეთში გასული წლის დეკემბერში ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონში შესული ცვლილებების გავლენით ?


პიტერ ვიბლერი: ჩემს კოლეგებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით აფხაზეთში. მართლაც ძალიან კარგი ვიზიტი იყო, ძალიან დადებითი, საელჩოში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენს კოლეგებთან ერთად, რამდენიმე სფეროს წარმომადგენელს შევხვდით, იქ ჩვენ რამდენიმე განხრით ვმუშაობთ. ეს არის: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნეს - განათლება და სამოქალაქო საზოგადოება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თვითონ ათინათის საქმიანობას გავცნობოდით იქ. თუმცა რადიოს მოსმენის შესაძლებლობა გვქონდა როგორც მსმენელს. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი და თქვენ, თქვენმა კოლეგებმა, ალბათ, უფრო მეტი იციან და გაცილებით მეტის მოყოლა შეუძლიათ. უბრალოდ, მე მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან კარგი ვიზიტი იყო. არაჩვეულებრივი ამინდი იყო. ჩვენ, ამერიკელი ხალხის დახმარებით, ვაფინანსებთ სხვადასხვა პროგრამას, პროექტებს, მათ შორის, არის ჰუმანიტარული დახმარებაც. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა, რათა, ასე ვთქვათ, შერიგების დაჩქარება მოხერხდეს და ჩვენ სწორედ ამას ვუჭერთ მხარს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. თქვენ არ მკითხეთ, რომ რაიმე შედარება გამეკეთებინა აფხაზი და აქაური ახალგაზრდების. თუმცა, მე უბრალოდ, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა იქაც, ისევე, როგორც აქ. იქაც არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩართული, ისევე, როგორც აქ. ეკონომიკის მხრივ, ტურიზმის განვითარების მხრივ, ჩვენ საერთო ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გამოვნახოთ, მ.შ. სოფლის მეურნეობა. მოკლედ, არის ძალიან დიდი ჩამონათვალი იმ სფეროების, სადაც ერთობლივად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ თანამშრომლობის გზით და ერთად შევძლოთ, სწორედ აი ამ მხრივ მუშაობა. თქვენ ასევე ახსენეთ რუსეთის კანონმდებლობაში ცვლილებები და რამდენად შეიძლება ამ ცვლილებებმა გავლენა მოახდინოს. მე როგორც ვიცი, თვითონ ხალხს იქ დიდად არა აქვს ამაზე ინფორმაცია და არ იციან ამის შესახებ. ჯერჯერობით, საკითხი არის უფრო სათუო, იმიტომ, რომ ჯერ არავინ არ იცის, რამდენად მიიღებენ ამ ცვლილებებს კანონმდებლობაში. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ვიცი პირადად, რომელსაც სურს, რომ იქ დაიწყოს და განაგრძოს თავისი საქმიანობა.

რადიო „ათინათი“: ასოციაცია ათინათში განხორციელდა რეგიონის ახალგაზრდობაზე გათვლილი რამდენიმე პროექტი, თქვენ თვალს ადევნებდით მათ მიმდინარეობას, დღეს შეხვდით პროექტის მონაწილეებსაც, კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგით, რამდენად ადეკვატურია USAID-ის მიერ გაწეული ძალისხმევის. როგორ შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად შეუწყო ამ პროექტებმა მომავლის ლიდერების ჩამოყალიბებაში? რა ემოცია მიიღეთ ახალგაზრდებისგან?

პიტერ ვიბლერი: ჯერ ადრეა, რა თქმა უნდა, საუბარი იმ პროექტების შედეგებზე, რომლებიც ხორციელდება. ზოგიერთი პროგრამა სულ ახალი დაწყებული გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთს გამოვყოფდი, რომ შედეგი, რასაც უკვე თვალნათლივ ვხედავ, ეს არის პარტნიორობა კერძო სექტორთან. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კერძო სექტორის მხარდაჭერას. მაგრამ, ეს არის ქართული ინსტიტუტები, რომლებმაც რეალურად უნდა შეძლონ და უფრო მეტი უნდა ჩადონ, თავადაც ჩადონ ამაში გარკვეული თანხები, ძალისხმევა, იმისათვის, რომ ერთად მივაღწიოთ უფრო მეტს. ჩვენი მიზანია, რომ გვყავდეს ძლიერი პარტნიორები. რა თქმა უნდა, ეს არა მარტო სამეგრელოს ეხება, არამედ, მთელს საქართველოს და სწორედ ამ მიზნით გვინდა კერძო კომპანიებთან პარტნიორობის უფრო გაძლიერება. მეორე - ჩვენ ორიენტირებულები ვართ კერძო სექტორთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვცვლით ჩვენი საქმიანობის სტილს გარკვეულ დონეზე. ჩვენ არა მარტო ვუზრუნველვყოფთ მათ ტრენინგებით და იმ მცირე გრანტებით. კი, ბატონო, ამასაც გავაგრძელებთ, მაგრამ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მათაც თავიანთი ძალისხმევა ჩადონ სოფლის მეურნეობაში, ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის განვითარებაში. მოკლედ, ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად ჩავრთოთ კერძო სექტორი ამ საქმიანობაში, რომ მათაც თავიანთი წვლილი შეიტანონ. ამ მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. განსაკუთრებით კი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების, იმ ხალხის მხარდაჭერას, ვინც ყველაზე მეტად არის ეკონომიურად დაზარალებული, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენი მხრიდან და ამაზე უფრო მეტსაც ვგეგმავთ მომავალში. უბრალოდ ჩვენ აგვყავს კერძო სექტორთან უერთიერთობა ახალ ეტაპზე და ჩვენთვის ძალიან მიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რაც გაგვაჩნია. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.

რადიო „ათინათი“: რეგიონის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მათ ორის ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებისთვის, უმნიშვნელოვანესია USAID-ის პროექტები, როგორ მუშაობს ეს პროექტები სამიზნე თემებში, როგორ აფასებთ ამ ეტაპზე მიღებულ შედეგებს?

პიტერ ვიბლერი: მოკლედ, USAID-ი ამაყად უჭერს მხარს ათინათს. ძალიან ვამაყობთ ამ მხარდაჭერით. ჩვენთვის რეალურად შთამბეჭდავია ის საქმე, რასაც თქვენ ახორციელებთ, არა მარტო რეპორტაჟების მხრივ, ან იმ ინფორმაციის მხრივ, რასაც ავრცელებთ სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ აფხაზეთშიც მაუწყებლობთ და თქვენი გადაცემები ისმინება იქ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა. მანამდე ვხუმრობდი კიდეც, აფხაზეთში გადაცემებს ვერ ვუსმენ მეთქი, მაგრამ, მე ვიცი, თუ რა დიდ გავლენას ახდენს ეს. ასე რომ მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ასე გააგრძელეთ. მადლობა!

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი იჟი სკვორი ესტუმრა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს უხვი ნალექის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა.
სენაკში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლებისთვის წლებია მიუსაფარი ძაღლების თემა გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. აქ ჩასახლებული დევნილები ამბობენ,
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 602 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 176 ახალი შემთხვევა.
საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 157 სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდკლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ორივე მათგანი აფხაზეთის მკვიდრია.
საზოგადოება
რა თქმა უნდა ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ.
დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან  ექვსი წელი გავიდა. სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ინწრაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 34 წლის მამაკაცი ზუგდიდის სოფელ რიყეს მკვიდრია
31 / ივლისი 2021
ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით ზუგდიდში ფოტოგამოფენა მოეწყო. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ პროექტის "ურთიერთობის პერსპექტივები" ფარგლებში
31 / ივლისი 2021
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 602 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 176 ახალი შემთხვევა.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2021 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.