საზოგადოება
ერთი გმირის გაცოცხლებული ისტორია - ეცერის სკოლას ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო საჯარო სკოლას, აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა. ის ამავე სკოლის მოსწავლე იყო და წელს 50 წლის გახდებოდა.

სკოლის სახელდების ერთ - ერთი ინიციატორის, მწერალ ირაკლი შამათავას თქმით, ერთი გმირის ისტორია, არა მარტო მისი მშობლიური სოფლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის გაცოცხლდა.

"ეს ნახევარი საუკუნის ადამიანი, იმის მიუხედავად, რომ წლები გადის, ჩვენს ცნობიერებაში რჩება მარად ჭაბუკად, რომელიც არ დაბერდება თავისი ისტორიით, თავისი აზროვნებით, თავისი გადაწყვეტილებით და სახელმწიფოსთვის გადადგმული ნაბიჯებით, რომელიც 22 წლის ასაკში კი არა, უფრო გვიან ასაკშიც კი არის შესაშური, გმირი უნდა იყო მოწოდებით, ყველაზე კარგ დროს უნდა გქონდეს ალღო, რომ მიიღო ყველზე კარგი გადაწყვეტილება და ზურას გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ არის ტრაგედიებით აღსავსე, არის აბსოლუტურად გამართლებული", - გვითხრა ირაკლი შამათავამ.

ირაკლი შამათავა
ზურაბ გურჩიანი სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო. 21 წლის ახალგაზრდა  საკუთარი სურვილით ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში და 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-8 ბატალიონის II ასეულში, ე.წ. "ბაგრატიონის ასეულში" მსროლელად ჩაირიცხა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ ასე წერდა მამას, ვლადიმერ გურჩიანს, რომელიც ეცერის სკოლის ისტორიის მასწავლებელი იყო.

"მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის არის აქ დგომა და ამ უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ყველა ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა...".

ზურას და, ლელა გურჩიანი ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ასევე, ამავე სკოლაში გასულ წლამდე მუშაობდა ზურას დედა, ნინელი გაბრიჭიძე. ის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგია.

"განსხვავებული ბავშვი იყო, დიდობაშიც - სხვანაირი! მას ჰქონდა საოცარი თვისება, მცირე დროში მოესწრო ყველაფერი. როგორც დედა, სულ ვგრძნობდი, დიდი ხნის არ იყო და მას განსაკუთრებულ ბედისწერას უმზადებდა განგება. გასაკვირი არაა, რომ 22 წლის ბიჭმა ამდენი მოასწრო სიცოცხლეში?! ... მერე იყო აფხაზეთის ომი. სოფელ კამანის ტრაგედია... როგორც კი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით მე და ჩემი მეუღლე, წამიერად გავიაზრეთ, რომ ზურა მარტო ჩვენი კი არა, მთლიანად საქართველოს შვილი იყო...", - ამბობს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის დედა.


ნინელი გაბრიჭიძე

ზურას თანამებრძოლი და ვიცე-პოლკოვნიკი, 23-ე ბრიგადის III ასეულის მეთაურის მოადგილე  იოსებ გერლიანი იხსენებს, თუ როგორ მივიდა ბრიგადაში ახალგაზრდა კაცი და როგორ ეძებდა მებრძოლებში ნათესავებს.

"სულ ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან კამანში. მებრძოლების თითქმის 99% იყვნენ თავისი სურვილით მოსულნი საომრად... მოვიდა და თქვა, გავიგე, აქ ჩემი ნათესავები, მოგვარეები ხართ ყველაზე ცხელ წერტილში და აქედან გამომდინარე, მეც მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიბრძოლო, როგორც ძმამ და მეომარმაო", - ყვება ვეტერანი.

ზურაბ გურჩიანი ერთ-ერთი იყო იმ გმირთაგან, რომლებიც 1993 წლის 5 ივლისს, კამანის დაცვისას, დაიღუპა.  მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 1 სექტემბერს შეძლო ოჯახმა ზურას ცხედრის მოძიება. ზურაბ გურჩიანი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ეცერში.

2021 წლის 1 აპრილს, საინიციატივო ჯგუფის (ია ღადუა, ირაკლი შამათავა, რამაზ გერლიანი) ძალისხმევის შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სსიპ – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას, სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის, აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას.
05 / დეკემბერი 2024
კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ „ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკულია“.
04 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის, "საჯარო მმართველობის" ფაკულტეტის სტუდენტები, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც 18 ადამიანი აწერს ხელს. ისინი ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდებიან ლექციებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.