ახალი ამბები
გაიყიდა თუ იჯარით გაიცა მიწის ნაკვეთი ბიჭვინთაში - პოლემიკა რუსი ინვესტორების პრეზენტაციის გარშემო
სოხუმში ცხარე კამათი მოჰყვა კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორის ალექსანდრე ტკაჩოვის მიერ წარდგენილი სასტუმრო კომპლექსის "მოსკვა რეზორტის" პრეზენტაციას. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ივარაუდეს, რომ "აფხაზეთის ხელისუფლებამ" ინვესტორებს მიწის ნაკვეთი "უკანონოდ" გადასცა. 

მათ შორის უკმაყოფილება გამოთქვა და განცხადება გაავრცელა ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივმა კავშირმა "აიაირამ". ორგანიზაციის წარმომადგენლები აფხაზეთის და ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვდნენ განმარტებებს, ტკაჩოვის განცხადებასთან დაკავშირებით, იმ ნაწილში, სადაც ის მიწის შესყიდვაზე საუბრობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციების მოწყობით იმუქრებოდნენ.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვეწინააღმდეგებით უძრავი ქონების და მიწის გაყიდვას. ჩვენი ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ საუბარი არა უძრავი ქონების და მიწის გაყიდვას, არამედ ინვესტიციების მოზიდვას ეხება. სინამდვილეში კი, მიწით ვაჭრობა მიდის კოლოსალურ მასშტაბებში. აფხაზეთი ფაქტიურად აუქციონზე გაიტანეს - "ვინც მეტს გადაიხდის", - ნათქვამია "აიაირას" განცხადებაში.

კრასნოდარის მხარის ყოფილმა გუბერნატორმა და რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩოვმა "მოსკვა რეზორტის" პრეზენტაცია სოხუმში 27 დეკემბერს გამართა. პრეზენტაციას ასლან ბჟანია და ალექსანდრე ანქვაბიც ესწრებოდნენ.

მანამდე, "ტასმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აღნიშნული პროექტისთვის ქ. ბიჭვინთის  ტერიტორიაზე 45ჰა ფართობია გამოყოფილი, ინვესტორი კი მშენებლობაში 20 მილიონი რუბლის ჩადებას გეგმავს. ამასთან, ტკაჩოვი პრეზენტაციაზე ამბობდა, რომ მათ ეს მიწის ნაკვეთი შეისყიდეს.

"აფხაზეთი თავის დროზე "მდიდარი" დამსვენებლების საყვარელი ადგილი იყო და წლების განმავლობაში თქვენ დაკარგეთ მდიდარი კლიენტი, ის სხვა კურორტებზე წავიდა დასასვენებლად. მე მიმაჩნია, რომ აფხაზეთი თავისი ბუნებით და სანაპიროთი, საუკეთესოა შავიზღისპირეთში და მას უნდა დაუბრუნდეს ძველი დიდება ტურისტულ ბაზარზე, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების შექმნით", - აღნიშნა მაშინ ტკაჩოვმა.

თუმცა, 29 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც პრეზენტაციამ დიდი რეზონანსი და აფხაზური საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, შპს "მოსკვა რეზორტის" დამფუძნებლებმა და ხელმძღვანელებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტკაჩოვის სიტყვები  მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით, კონტექსტიდანაა ამოღებული, წერს "აფსნიპრესი". მიმართვის ავტორები განმარტავენ, რომ "მოსკვა რეზორტისთვის" მიწის ნაკვეთი კომპანიას იჯარით გადაეცა.  

"2021 წელს შპს "მოსკვა რეზორთმა" მოსკოვის მთავრობას აუნაზღაურა ყველა ადრე გაწეული ხარჯი, ინფლაციის გათვალისწინებით, რითაც მოიპოვა პროექტის შემდგომი განხორციელების უფლება. სწორედ ამას გულისხმობდა ტკაჩოვი, როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეძენაზე საუბრობდა", - ნათქვამია მიმართვაში.

"სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის" თავმჯდომარემ ბესლან კუბრავამ აფხაზურ ტელევიზიას უთხრა, რომ ადრე ამ მიწის ნაკვეთზე სსრკ სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის კუთვნილი დაუმთავრებელი პანსიონატი იყო განთავსებული. მისივე თქმით, 2006 წლის 6 ოქტომბერს მიღებული "კანონის" თანახმად, აღნიშნული ტერიტორია მოსკოვის მერიას გადაეცა, რომელსაც მაშინ იური ლუჟკოვი ხელმძღვანელობდა.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ასოციაციის"იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის პროექტის ფარგლებში  "მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" შეხვედრა გაიმართა.
თუ ხარ შემოქმედებითი და გსურს განავითარო იდეა, ეს პროექტი შენთვისაა!
ზუგდიდის მერიამ, ახალი სოციალური პროგრამა, ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ დაიწყო.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / ივნისი 2023
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეების ქცევასთან დაკავშირებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შეიტანა, წერს "აფსნიპრესი".
08 / ივნისი 2023
აფხაზმა მაშველებმა დღეს დილით გუდაუთის მდინარე ბზიფის შესართავთან, სოფელ კალდახუარასთან, ადგურ ბგეუს ცხედარი იპოვეს. 26 წლის მამაკაცი 5 დღის წინ გაუჩინარდა.
08 / ივნისი 2023
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.