ფოთის მერიაში მოქალაქემ, რომელიც კანცელარიაში განცხადების დატოვებას ცდილობდა, თვითდაზიანება მიიყენა. უმრავლესობის წევრები ეუთო/ოდირის დასკვნას აფასებენ სოხუმში „ცესკომ“ დაარეგისტრირა 25 - კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ადგურ არძინბას წარადგენს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
მესტიის სამ ადმინისტრაციულ ერთეულს მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, სამეგრელოს რეგიონი,წალენჯიხიდან- ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა. თბილისის სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პროფესორმა ჯუმბერ ბეჭვაიამ შრიფტი ,,აფხაზეთი" შექმნა. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
დრანდის ციხეში პატიმარი მოკლეს, ზუგდიდიდან ორმხრივი პნევმონიით ქალი თბილისში გადაიყვანეს, მესტიის მუნიციპალიტეტში თოვლმა პრობლემები შექმნა. ეს და სხვა ამბები ვრცლად მოისმინეთ მთავარ გამიშვებაში.
კორონავირუსის საქართველოში დადასტურების მინიმალური შანსი არსებობს - მედიკოსები პასუხს ხვალ საღამოს ელიან. ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე №2 საბავშო ბაღი, რომელიც 125 აღსაზრდელზეა გათვლილი დღეს გაიხსნა. The Heritage Foundation საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლის, ფიზიკა-ქიმიის კაბინეტს ხანძარი გაუჩნდა. ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ გამორიცხავს "იბიარდის" შესაძლო ჩართულობას ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის განხორციელებაში. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ჩინელი ტურისტები ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მიიყავანეს. სენაკში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩხოროწყუში "შეცვალეს" აქტივისტები ჯუმბერ იზორიას დაუპირისპირდნენ. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ფოთში მოძრაობა „გაბედეს“ წევრები აქციას მართავენ; „ენგურჰესი“ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდებას მომდევნო თვიდან შეუმცირებს; საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, ამ და სხვა სიახლეებს უსმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ამ ჭორებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში მცხოვრებ ნუგზარ გულუას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ფრანგმა მზარეულმა გოთიე ჰენმა ინგლისურ - ქართულ - მეგრული სასაუბრო შექმნა. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ფოთში,4 იანვარს დაკარგული 24 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი,პალიასტომის ტბასთან იპოვეს. ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-მა საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან - ბადრი იზორიასგან გამარტივებული წესით ჯამურად 145 966 ლარის ღირებულების საწვავი 16-ჯერ შეისყიდა. დღეიდან აფხაზეთში ელექტროენერგიაზე შეზღუდევბი დაწესდება. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
„ლიბერთი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ყოფილ თანამშრომლებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ზუგდიდში „ლელოს“ ოფისი გაიხსნა. ზუგდიდში მიწის ნაკვეთის პრივატიზებაზე მინისტრის ყოფილი მოადგილე 15 ათასი ლარით დააჯარიმეს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად აღდგენილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) უწყების თანამშრომლებმა სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 133 პირი შეამოწმეს.
ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.