ზუგდიდელი სპორტსმენი სალომე ქაქუთია სპორტული კარატეს ისტორიაში პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.რატომ აირჩია სპორტის ეს სახეობა, როგორ ემზადებოდა ევროპის 52-ე ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში სალომე ქაქუთია და პირადი მწვრთნელი ცეზარი ჯანჯღავა საუბრობენ.
ჭაქვინჯის ციხე, ევროპული ქვეყნების კულტურულ ძეგლებთან ერთად, ევროპის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორის მოხვდა. ,,ევროპა ნოსტრას’’ პატრონაჟით იწყება სრულიად ახალი მოვლენა ჭაქვინჯის ციხის ისტორიაში.როგორია სამოქმედო გეგმა და როგორ მიდის ჭაქვინჯის ციხის რევიტალიზაციის პროცესი რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში პიეტ ჯასპაერტი- ევროპა ნოსტრას ვიცე პრეზიდენტი, პედრო პონჩე - არქიექტორი, საერთაშორისო ექსპერტი დალევან ხარატიშვილი - ქრეიტივ სპარკის ხელმძღვანელი საუბრობენ.
კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები და კურატორ-მასწავლებელი სამოქალაქო კამპანიის "ეს ქვეყანა შენიას" ახალგაზრდული კონკურსის 2024 წლის გამარჯვებულები არიან. ჟიურის გადაწყვეტილებით, ანა თოდუა გახდა გიორგი გახელაძის სახელობის პრიზის მფლობელი.
რა თემა შეარჩიეს საკონკურსოდ და როგორი იყო მუშაობის პროცესი რადიო ,,ათინათის" დილის გადაცემაში ვრცლად ჩვენი სტუმრები საუბრობენ.
კესა შონია 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია. ღონისძიება ყოველწლიურად „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს Youth Agency - ს მხარდაჭერით იმართება. როგორ გახდა წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს ნომინანტი, რა კატეგორიებით ხდება გამარჯვებულების გამოვლენა, ამის შესახებ საუბრობს კესა შონია რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში.
ზუგდიდელი მარიამ ქორთუას მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ,,წელვადი ავტობუსი“, პარიზის ანიმაციის ფესტივალის გამარჯვებული და ჰორიზონტ სექციის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ჟიურიმ მარიამი ასევე დაასახელა ანიმაციური პროექტის განვითარების ვორქშოფის " Black Sea Animation " გამარჯვებულთა შორის და მას ანესის ფესტივალის აკრედიტაცია მიანიჭა.
რა შესაძლებლობებს აძლევს ევროკავშირის მიერ შემუშავებული პროგრამა - European Solidarity Corps | ESC ახალგაზრდებს . რას გულისხმობს პროექტი და რა ეტაპები უნდა გაიარო პროგრამაში მონაწილეობისთვის.
ასოციაცია "ათინათი" 29 წლისაა. ის პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა ქალაქ ზუგდიდში, რომელიც დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს. ორგანიზაციის შექმნის ისტორიაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე, ასევე მის მისიაზე, საუბრობს ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე რუსუდან ყალიჩავა.
Geo production 28 ივლისს, ზუგდიდში ,,უწყვეტი მუსიკის საღამოს" გამართავს DJ BaSsO -სთან ერთად. კომპანია ტურნეების ფარგლებში ესტუმრება სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ხვადასხვა ქალაქს. როგორც რადიო ,,ათინათის" დილის გადაცემაში Geo production -ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ბექა ლაგვილავამ აღნიშნა, დასწრება თავისუფალია, დაუვიწყარი საღამო ელოდება მაყურებელს და უწყვეტი მუსიკის 2 საათი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელი ქრისტინა კილანავა რადიო ,,ათინათის"" დილის გადაცემაში საუბრობს იმ მთავარ გამოწვევებზე ,მნიშვნელოვან პროექტებზე და აქტივობებზე ,რომელიც 25 წლის განმავობაში განახორციელა ორგანიზაციამ .
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.