გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 602 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 72 სამეგრელო-ზემო სვანეთში. რეგიონში ვირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
რუხის საავადმყოფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 პაციენტი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 68 წლის მამაკაცი ხობის მკვიდრია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 32 პირს დაუდასტურდა, სულ კი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 291 ადამიანი მკურნალობს. რუხის საავადმყოფოში 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 159 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.