სამეგრელოდან რაჭაში სტიქიის ზონაში 10 მაშველი მუშაობს; 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა; გალში მოკლული ნათია ბახტაძის ცხედარს ვარდნილჰესის არხის შემდეგ ზღვის აკვატორიაში ეძებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მტავარ გამოშვებაში.
მოკლული ბახტაძის ცხედარი მკვლელმა მდინარე ენგურში ვარდნილჰეს 3-ში გადააგდო - ე.წ. გენპროკურატურა; ზუგდიდში ორი ავტოსადგურის მძღოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ; კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა, - ამ და სხვა ამბებს მთავარ გამოშვებაში მოისმენთ.
წალენჯიხაში სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე რეგისტრცია დაიწყო; დააკავეს გალში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის საქმეზე ეჭვმიტანილი მამაკაცი; ზუგდიდში ახალგაზრდობის დღეს ღონისძიებებისთვის 23 280 ლარი გამოიყო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ანაკლიაში ენმ-ს შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები ვერ მოხვდნენ; რომ არა „ოცნება“, ანაკლია იქნებოდა კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელს მმსოფლიოში - ხაზარაძე; ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
უშგულში სვანური სახლი ჩამოინგრა; ხვალიდან ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყება; ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უცხოურ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ჩხოროწყუში ხიდის დანგრევის შედეგად მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება შრომის დაცვის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო; პრეზიდენტმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა; უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
კატეგორიულად ვგმობ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი; ბათუმში შესული საკრუიზო ლაინერის ASTORIA GRANDE მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება, - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ენგურჰესი რეაბილიტაციის გამო კიდევ ერთხელ გაჩერდება - ლევან მებონია; არავისთვის არ ვაპირებ ჩვენი მიწების დათმობას, - ბჟანია აპარტ- სასტუმროებზე; აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში მუყაოსა და ქაღალდის ნარჩენების ცალკე დახარისხებლად სპეციალური კონტეინერები დაიდგა; სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტების ოჯახებს სახლებს შეუსყიდიან; უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დააფუძნეს - TI, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ განაცხადების მიღება დაიწყო; „ენმ“-ს ზუგდიდელი წევრების ნაწილი ამტკიცებს, რომ პარტიული შეკრების შესახებ არ დააუწყეს; აფხაზები რესპუბლიკის მოსახლეობის 51,3% - ს შეადგენენ - სოხუმში დემოგრაფიულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.