ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს უცნობმა პირმა ქვა ესროლა, აფხაზეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. მთავრობა იწყებს პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“, - ამ და სხვა სიახლეების შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია; სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 ლოკალიზებულია; საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის, - ამ და სხვა სიახლეების შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
ზუგდიდში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა; ერგეტაში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა; ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი 21-23 აგვისტოს ჩატარდება, - ამ და სხვა სიახლეებს საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან , სვანეთში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 2 ვერტმფრენი აქრობს, სამეგრელოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადასცდება, - ამ და სხვა სიახლეებს რადიო ,,ათინათის’’ საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა, სასჯელაღსრულების ყოფილი შეფი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა, ჩხოროწყუში მოწყვლადი ჯგუფების დახმარება გრძელდება, - ამ და სხვა სიახლეებს, საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
პოლონეთში ავარიას სენაკელი ახალგაზრდა ემსხვერპლა; ზუგდიდში ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს; პრემიერის განცხადებით, გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტებს პირბადის გაკეთება არ მოუწევთ, - ამ და სხვა სიახლეებს, საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
ზუგდიდში გამოკვლეულ 180 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გალის შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ გამოშვებაში.
გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ახალ აბასთუმნაში საპროტესტო აქცია გაიმართა, რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში ამ ეტაპზე 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. ზუგდიდში, გეგმიური სამუშაოების გამო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მთავარ გამოშვებაში.
ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას დედა დახმარებას ითხოვს, სოხუმი: ორი დღის განმავლობაში ენგურის ხიდი 294- მა მოქალაქემ გადაკვეთა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 169 პირს , ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ გამოშვებაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სენაკში არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის 2 წლიანი პერიოდი შეაფასა. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. „ბათუმი - არომატების სუფრა“ - ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD აქვეყნებს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.