ჩაერთვებიან თუ არა სამეგრელოს მუნიციპალიტეტები აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ კულტურის ძეგლების დაცვის კონკურსში; ზუგდიდში ბოლო ორ წელიწადში ცხოველებმა 4 ათასზე მეტი ადამიანი დაკბინეს; ხერსონში მუშაობის გამო აკრედიტაცია ჩამოერთვა რამდენიმე დასავლურ მედიას, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ფინანსურმა პოლიციამ 120 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო; ბჟანია ფიქრობს, რომ აფხაზეთში ბელარუსის საელჩო უნდა გაიხსნას; ევროკავშირი სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე შეთანხმდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წინასწარ, სანამ არ ვიცით კანდიდატები ვინ არიან, პოზიციაზე საუბარი რთულია, - ანა წითლიძე პარტიაში ვითარებაზე; აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა; პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს, - იან ლიპავსკი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სეზონური გრიპის ვაქცინაცია 15 ნოემბრამდე მსურველებისთვის უფასოა; კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული სამუშაო ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი იქნება; ნატოს მომავალი სამიტი ივლისში ლიეტუვაში გაიმართება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს; საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს - რატი ბრეგაძე; TI - უკრაინაში ომის დაწყების საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ, მთავარ გამოშვებაში.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს; სამეგრელოსა და თბილისში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს; ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში - ეროვნული სატყეო სააგენტოს ოქტომბრის მონაცემები, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მტავარ გამოშვებაში.
ავტობუსებში შეღავათიანი ტარიფით ზუგდიდის საჯარო ბაღების თანამშრომლებიც ისარგებლებენ - მერია; გასულ თვეს სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 24 ფაქტი გამოავლინეს; "ქეა კავკასიამ" რუხის საავადმყოფოს სამშობიარო ინვენტარი გადასცა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი: დააკავეს; ლუკაშენკოს შემდეგ სოხუმში ბელარუსი დეპუტატები ჩავიდნენ; სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარი დასაშვებად ცნო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
56 მილიონი ლარი და საჯარო მოხელეების გაზრდილი ხელფასი - ზუგდიდის მერია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს; რუსეთში მობილიზაციას გამოქცეული მამაკაცები აფხაზეთს აფარებენ თავს; უკრაინის ომის შესახებ სტატიის წაუშლელობისთვის რუსეთის სასამართლომ „ვიკიპედია“ დააჯარიმა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება; ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა; უკრაინული სარდლობის ცნობით, რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ძველ სამეგრელოში არსებობდა ,,მახარეს“ (მახარობლის) ერთ-ერთი დაფასებული სოციალური ინსტიტუტი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა თვისებებით გამოირჩეოდა ,,მახარე “ და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ორმხრივად. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.