სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი: დააკავეს; ლუკაშენკოს შემდეგ სოხუმში ბელარუსი დეპუტატები ჩავიდნენ; სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარი დასაშვებად ცნო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
უკრაინაში აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი დაიღუპა; აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ძალებმა დააკავეს - სუს; თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, - ამ და სხვა ამბებს მოისმნეთ მთავარ გამოშვებაში.
56 მილიონი ლარი და საჯარო მოხელეების გაზრდილი ხელფასი - ზუგდიდის მერია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს; რუსეთში მობილიზაციას გამოქცეული მამაკაცები აფხაზეთს აფარებენ თავს; უკრაინის ომის შესახებ სტატიის წაუშლელობისთვის რუსეთის სასამართლომ „ვიკიპედია“ დააჯარიმა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება; ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა; უკრაინული სარდლობის ცნობით, რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 500-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 10 ადამიანი - შსს; რა ღირს შეშა ზუგდიდში; დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ქვეყნებს უფრო მეტად დააახლოებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
გამოძიება ირაკლი ხახუბიას თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს; ზუგდიდის 51 საბავშვო ბაღს გათბობისათვის შეშის გარდა ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია - მერიის ააიპ-ი;უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმნეთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის სპორტკომპლექსის მშენებელმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა - მგფ; არძინბამ ზელენსკის ინიციატივას აფხაზეთის დეოკუპაციის შესახებ პროვოკაცია უწოდა; მომდევნო ორი დღე დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ საბა ოდიშარია აირჩიეს; ზუგდიდის საკრებულოს 2 წევრი "ხალხის ძალას" შეუერთდა; სოხუმის "პროკურატურა" შეამოწმებს, როგორ მოხვდა მაღაზიებში რუსული "ხაში" ქართული დროშით, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა; უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა ხერსონში 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში მედდის ყალბი სერთიფიკატის გაცემისთვის პასუხისგებაში სასწავლებლის დირექტორი მისცეს; წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა იგეგმება; ევროპარლამენტი არ ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიებზე გაცემულ დოკუმენტებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.