დარჩელში საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ჩამოშლილი მიწის მასა ფართოვდება; წალენჯიხის საბავშვო ბაღებიდან თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს; ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკო ჩავიდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა; საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა; ბრიტანეთის დაზვერვა - პუტინმა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს, რომ უკრაინის 4 რეგიონი რუსეთს შეუერთდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სოხუმში ენგურის ხიდთან გამართულ აქციას "მორიგი პროვოკაცია" უწოდეს; ნინო ლომჯარიას თქმით, შესაძლოა, ომბუდსმენობის კანდიდატი მისი მოადგილეც იყოს; რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლს აძლიერებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 15 685 ჯარიმა დაიწერა; სად შეიძლება აიცრათ ზუგდიდში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით; ინალ არძინბა: შეერთებული შტატები საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს „მეორე ფრონტის“ გასახსნელად, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
გალში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს სოხუმის სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა; პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი მესამე მოსმენით მიიღო; უკრაინამ რუსეთს ტყვეობიდან დაიბრუნა უკრაინის 215 დამცველი, მათ შორის პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება; შამადელაში ადგილობრივებს სოფლისთვის სახელის გადარქმევა სურთ; საქართველოს ფოსტამ ენგურჰესის გამოსახულებით საფოსტო მარკა დაამზადა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
,,საქართველოს ბანკის'' ფილიალში მძევლად რჩება 12 ადამიანი და მათ უვნებლად გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - შსს; პირველი სკოლის კედელი გადაღებეს, წაშლილია წარწერაც; ომბუდსმენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის მერია 2.7 მილიონს სათვალთვალო კამერების შესყიდვისთვის დახარჯავს; ზუგდიდი ევროკავშირის კონკურსის გამარჯვებულია - ქალაქმა 300 ათასი ევრო მიიღო; სოხუმში ახალგაზრდებმა ბიჭვინთის შეთანხმება ისევ გააპროტესტეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მარტვილში ერთ-ერთი ოჯახიდან სესხად აღებული 20 000 ლარი მოიპარეს; ყოველი მესამე გამოკითხული ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების ფული ხშირად არ ჰქონდა - NDI; რაულ ჩილაჩავას ზუგდიდში ვარსკვლავს გაუხსნიან, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში სწავლა ორ სკოლაში არ განახლდა, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ყველა ბაღში; სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გალის შეხვედრების აღდგენის საკითხი განიხილეს; ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანია სიამოვნებით გაუწევს საქართველოს დახმარებას, - ოლაფ შოლცი, - - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
ძველ სამეგრელოში არსებობდა ,,მახარეს“ (მახარობლის) ერთ-ერთი დაფასებული სოციალური ინსტიტუტი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა თვისებებით გამოირჩეოდა ,,მახარე “ და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.