ენმ: ზუგდიდის მშენებარე სტადიონის გასახდელში ჭერი ჩამოინგრა. ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოსვებაში.
ზუგდიდის მერია სკოლებში ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტაზე ფიქრობს. ხაჭაპურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის საკრებულო გარე ვაჭრობის ორგანიზების წესს მიიღებს, გალში ენგურის ხიდის გადაკეტვა გააპროტესტეს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
პაატა ადამია: ფაცაციას საქციელი ღიმილის მომგვრელია, თაზო ფაცაცია: ენმ-ისთვის ცოცხების ჩუქების იდეა მოქალაქეებმა მომაწოდეს. ეს და სხვა ამბები მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის ბაზრის გარეთა პერიმეტრზე გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღეს, დრანდის ციხიდან თანამშრომლები პატიმრებისთვის მოწყობილი წვეულების გამო გაათავისუფლეს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში ტექდათვალიერების ცენტრთან რიგში ასობით მანქანა დგას, ზუგდიდში "ღორის გრიპით" მამაკაცის გარდაცვალება დადასტურდა. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია ჭალადიდში, აფეთქების შედეგად გაგრის რაიონში მამაკაცი დაშავდა, ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია, ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის, მშენებლობისთვის ბიუჯეტში 11 მლნ ჩაიდო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი იწყება, ოჩამჩირის რაიონ სოფელ ტამიშში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
საქართველოს ყველა მოქალაქე ექიმის დანიშნულებით „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს, ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა ორი თვით შეზღუდა, ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.