თეგი : საინფორმაციო
სტატიები
5 დეკემბერი
5 დეკემბერი
პროტესტის მე-8 დღე - ზუგდიდში მორიგ აქციას აანონსებენ; პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა; ენტონი ბლინკენი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სრულად
4 დეკემბერი
4 დეკემბერი
გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია - ექიმი აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ ახალგაზრდაზე; ზუგდიდში სკოლის მოსწავლეების ნაწილი მეორე დღეა იფიცება; პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სრულად
3 დეკემბერი
3 დეკემბერი
მშობლებს არ გავუზრდივართ რუსული მომავლისთვის - ზუგდიდის სკოლების მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს; საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტის და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით; სოხუმში "პარლამენტმა" მოსკოვთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი ჩააგდო.
სრულად
2 დეკემბერი
2 დეკემბერი
სამეგრელოში სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ; ბიძინა ივანიშვილს და 9 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს; ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენს არმიას არ აქვს საკმარისი ძალა ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გზა, -ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სრულად
29 ნოემბერი
29 ნოემბერი
დღეს რაც ხდება, ეს არის ერის ღალატი, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს მიმართეს ზუგდიდელი მასწავლებლები დროებით საგაკვეთილო პროცესს წყვეტენ; საგარეო უწყების 113 თანამშრომელი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სრულად
28 ნოემბერი
28 ნოემბერი
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდსა და აბაშაში პრობლემები შექმნა; პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა; "გაყალბებული არჩევნები" და სანქციები "ოცნების" ლიდერებს - ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სრულად
27 ნოემბერი
27 ნოემბერი
„ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, - ლევან დავითაშვილი; „კოალიცია ცვლილებისთვის“ 19-მა წევრმა პარლამენტს მანდატების დატოვების მოთხოვნით მიმართა,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მტავარ გამოშვებაში.
სრულად
26 ნოემბერი
26 ნოემბერი
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება; დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციის უგულებელყოფით მოხდა - ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი; კოალიცია ძლიერმა საქართველომ და „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკო - ში განცხადება შეიტანეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სრულად
25 ნოემბერი
25 ნოემბერი
ზუგდიდიდან ჩასული მოქალაქეები თბილისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ; ჩემს კანდიდატურას დავაყენებ - ბჟანია „საპრეზიდენტო“ არჩევნებზე; საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სრულად
22 ნოემბერი
22 ნოემბერი
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს; ზუგდიდში მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა; მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მტავარ გამოშვებაში.
სრულად
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
01 / მაისი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
01 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.