სოხუმიდან კორონავირუსის "დელტა" შტამით გადმოყვანილი ჩვილი გარდაიცვალა; რუხის საავადმყოფოში 20 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა; მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, სახიფათო შტამი “ლამბდა“ ვრცელდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზელენსკი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა; სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 35 პირს დაუდასტურდა; ავღანეთში მოქმედი დიპლომატიური მისიები თალიბანს შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის მთავარი მოედნიდან მონიტორი ღვთისმშობლის ფრესკის გახსნამდე აიღეს; აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა; კელი დეგნანი: ხელისუფლების მხრიდან საჭიროა ნათელი მესიჯი, რომ მოძალადეები დაისჯებიან, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
#ლექSOSთვის - მედიიის წარმომადგენლების მდუმარე აქცია ზუგდიდში; სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა; დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ახალი დირექტორი ეყოლება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ომბუდსმენი მოითხოვს ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცენ; პარლამენტის ოპოზიციის უმრავლესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა; ფოთში მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა; სამეგრელოში კორონავირუსის 58 შემთხვევა დაფიქსირდა; ჩხოროწყუში შვლები მომრავლდნენ, ცხოველთა მოყვარულები მოსახლეობას მათი დაცვისკენ მოუწოდებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმეთ მთავარ გამოშვებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გალელებს საქართველოს კლინიკებში აცრას სთავაზობს; შსს აცხადებს, რომ 5 ივლისის დამნაშავეების დასაკავებლად მტკიცებულებებს აგროვებენ; ევროპარლამენტარები თბილისში განხორციელებულ ძალადობას გმობენ,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
თბილისში მიმდინარე ჰომოფობიურ აქციაზე ოცდაათამდე ჟურნალისტია დაშავებული; ენგურის ხიდი ყველასთვის გაიხსნა; სოხუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის გამოცდების ცენტრში 35 აბიტურიენტი არ გამოცხადდა; სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 39 პირს დაუდასტურდა; გალის შეხვედრები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
დღეს საქართველოში "კომენდანტის საათი" უქმდება; სოხუმი ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვებს აწესებს; თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.