სამეგრელო-ზემო სვანეთში კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების მოცულობა 138 371 368 ლარია - TI; ენგურის ხიდი დღეიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაიკეტა; 9 თვეში ზუგდიდში უბილეთოდ მგზავრობისთვის 110 პირი დაჯარიმდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ანაკლიაში პორტის პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიება გაიმართა; ზუგდიდში, შსს-ის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა მათ პირადობების მიტანას ავალდებულებდა - ანა წითლიძე; საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით, გალის რაიონში უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პირადობების ჩამორთმევაზე გავრცელებული ინფორმაცია ეჭვს აჩენს არჩევნების გაყალბებაზე - სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა"; არასოდეს მეგონა თუ პოლიტიკური რეპრესიები შემეხებოდა როგორც მასწავლებელს - ფარის საჯარო სკოლის მასწავლებელი; მუქარა, დაშინება, პერსონალური მონეცემების უკანონო შეგროვება, პირადობების ჩამოთმევა - TI-ის ანგარიში წინასაარჩევნო დარღვევებზე, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
დარჩელის საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორის თქმით, ის სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს; დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური გალში დავით ქაცარავას დრონის ჩამოგდების შესახებ იტყობინება; ენგურის ხიდი 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
18 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია დაიწყება; „აგენტების კანონს“ სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებენ; მარკ რუტე: უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ დრო, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო - დევნილთა სამინისტრო; არჩევნების წინ „პროვოკაცია" მზადდება „ყალბი ჩანაწერების” გავრცელებით - სუსი; ჩხოროწყუში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს - სეს,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობების გადაცემას, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს - ISFED-ი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს; აფხაზეთში სამეთაურო-საშტაბო წვრთნები მიმდინარეობს; პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მტავარ გამოშვებაში.
ცესკომ ისრაელში საარჩევნო უბნის გაუქმების საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა; მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებზე შსს-ს ჯერ რეაგირება არ მოუხდენია - ანა წითლიძე; ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხი მოლაშქრე დაიკარგა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
განცხადება თანამშრომლებისთვის პირადობების ჩამორთმევის შესახებ არის სიცრუე - ენგურჰესი; "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები მოქალაქეებს პირადობებს ართმევენ და ეუბნებიან, ეს "ქართული ოცნებას" გადააბრალონ - მამუკა წოწერია; შამბა: "თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი ასეთ ნაბიჯს მიესალმება", -ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
აფხაზეთიდან დევნილების ნაწილი, ფაქტობრივი მისამართის არქონის გამო, საარჩევნო უფლების გარეშე დარჩა; მიდიხართ თუ არა არჩევნებზე - გამოკითხვა ზუგდიდის სოფლებში; სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.