კულტურა
ბადრი წერედიანი: “თეატრში ვინმე რომ დაიღუპოს, პასუხს ვინ აგებს?“
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი აცხადებს, რომ თეატრი სავალალო მდგომარეობაშია და ვითარება დღითიდღე რთულდება.

ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„აღარ ვიცი, რა ვქნა და რა ვუთხრა ჩემს მსახიობებს და ქალაქის მოსახლეობას. კიდევ ერთი სეზონის დასასრულს, გაყინულ დარბაზში და სცენაზე მსახიობებმა მაქსიმუმი მოახერხეს და მაყურებელმაც კიდევ ერთხელ არნახული თანადგომა გამოგვიცხადა... მაგრამ როდემდე? ისევ ავადაა თეატრის უხუცესი მსახიობი ზემფირა გუნია... იგივე მდგომარეობაში არიან დასის უმეტესი მსახიობები... რაც თეატრმა ბოლო პერიოდში მოახერხა, ამას ჩვენი მაყურებლები და პროფესიონალები ჩვენზე კარგად აფასებენ ... საკუთარ თავს ვეკითხები: "მაქვს კი ასეთ პირობებში მუშაობის უფლება? ან აწი რა უნდა ვქნათ? რა უნდა გავაკეთოთ კიდევ? ნუთუ ყველაფერს ერთი ფასი აქვს? მე რომ სამნახევარი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდი და გადავრჩი, არაფერი, მაგრამ თანამშრომლებიდან ვინმე რომ დაშავდეს ან დაიღუპოს, პასუხი ვინ უნდა აგოს??? მაქვს კი ასეთ პირობებში მუშაობის უფლება? ან ნეტავ ჩვენ გარდა ვინმეს კიდევ თუ აწუხებს ეს მდგომარეობა???" უკვე ძალიან ახლოსაა თეატრის 150 წლის იუბილე! ნუთუ ეს ფაქტი უბრალოდ დავივიწყეთ??? ნუთუ გგონიათ, რომ თეატრის შენობა მშვიდად დაინგრევა და არაფერი??? მართლა ასე გგონიათ?!“- ნათქვამია განცხადებაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / დეკემბერი 2024
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, თენგიზ ქოჩუა სამართალდამცავებმა დააკავეს, რასაც თვითმხილველების თქმით, წინ შელაპარკება უსწრებდა.
13 / დეკემბერი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო გაწვევის კომისარიატებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა.
13 / დეკემბერი 2024
18 წლის ცოტნე გოგია, რამდენიმე წელია, სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. ამჟამად, ის „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ პროგრამით ნიდერლანდებში იმყოფება და გეგმავს, ერთი წლის
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.