საზოგადოება
ევროკავშირმა საქართველოს 43.95 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად 43.95 მილიონი ევრო უსასყიდლო გრანტის სახით გამოუყო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ეს სფეროებია: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია. ფულადი სახსრების გამოყოფა მოხდა აგრეთვე საქართველოს მართლმსაჯულების სექტორის, საჯარო მმართველობის, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის მხარდასაჭერად.

თითოეულ სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად, ევროკავშირმა გამოიტანა დასკვნა, რომ წინსვლა აღინიშნება შემდეგ სფეროებში:

1. ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა: 6 მილიონი ევრო ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად და აგრეთვე ქართული ბიზნესებისთვის ევროკავშირთან ვაჭრობის პოტენციალის ათვისების ხელშესაწყობად;

2. დასაქმება, პროფესიული განათლება და სწავლება (EVET): 3.75 მილიონი ევრო გამოიყოფა დასაქმების, პროფესიული განათლებისა და სწავლების სფეროებში რეფორმების გასაუმჯობესებლად. ეს საბიუჯეტო მხარდაჭერა ევროკავშირის უფრო ფართო დარგობრივი დახმარების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს სწავლების შემდგომ სამსახურის შოვნის პროცესის გაუმჯობესებას, რათა ხალხს დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები მიეცეს;

3. სოფლის მეურნეობა (ENPARDI): სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მხარდასაჭერად, 6.5 მილიონი ევრო ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც პირველი ფაზის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების ბოლო ნაწილია. ENPARD I-ის ფარგლებში ძირითადი ყურადღება ეთმობა კოოპერატივების ჩამოყალიბებას, რეგიონულ დონეზე საინფორმაციო მომსახურების გაწევას, მცირე ფერმერთა შესაძლებლობების განვითარებას და სახალხო დონეზე სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივათა წახალისებას. ასევე, დახმარება გაეწია სოფლის მეურნეობის სამინისტროს "სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის" განსახორციელებლად. აგრეთვე, დახმარება გაეწია სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულ სხვა უწყებებსაც.

4. კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისა და მათი მასპინძელი თემების მხარდაჭერა: 3 მილიონი ევრო ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ევროკავშირის პროგრამის ბოლო ფაზის ფარგლებში, რომელიც მიმართულია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისკენ. პროგრამის მიზანს წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და გრანტის სახით დახმარების აღმოჩენა საკუთარი საარსებო წყაროს და დამოუკიდებელი შემოსავლის შესაქმნელად, რაც, თავის მხრივ, მასპინძელ თემებზე მათ დამოკიდებულებას შეამცირებდა. დაფინანსების ნაწილი გამოყენებულ იქნა 2015 წელს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ განხორციელებული აღდგენითი სამუშაოებისთვის.

5. მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების მხარდაჭერა: ამ სფეროსთვის გამოყოფილი 5.5 მილიონი ევრო, რაც 2016 წლის მესამე კვარტალში ჩარიცხულ 3 მილიონ ევროს დაემატა, განკუთვნილია ხალხისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და ბავშვებისთვის შესაფერისი ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერის გასააქტიურებლად. ამასთანავე, ევროკავშირის მხარდაჭერა მიზნად ისახავს სასამართლო დევნისა და საგამოძიებო სამსახურების მოდერნიზებას, ისევე როგორც პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა სოციალური რეადაპტაციის ხელშეწყობას. ეს დახმარება აგრეთვე გამიზნულია საქართველოში მიწის ნაკვეთების სათანადო სარეგისტრაციო სისტემის შესაქმნელად.

6. საჯარო მმართველობის რეფორმა: 4 მილიონი ევრო ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოში საჯარო მმართველობის ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. ეს პირველი გადარიცხვაა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია პოლიტიკის შემუშავების დახვეწა, საჯარო სექტორში პროფესიულ დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის, უკეთესი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვის უკეთესი მომსახურებების შეთავაზება, და აგრეთვე, ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება.

7. საჯარო ფინანსების პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში: ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 6.2 მილიონი ევრო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხელს. უფრო კონკრეტულად, ამ ჩარიცხვის მიზანია გააუმჯობესოს პოლიტიკაზე დაფუძნებული ბიუჯეტირება, ფისკალური მმართველობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება, საჯარო შიდა ფინანსური კონტროლი და აუდიტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და მუშაობის ხარისხი, ისევე როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობა და კომუნიკაცია.

8. საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული 9 მილიონი ევრო განკუთვნილია რეგიონული გათანაბრების, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერების, ფინანსური მართვისა და კონტროლის აღსრულების, მართვის უკეთესი შესაძლებლობების და საინფორმაციო სისტემების მხარდასაჭერად.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.