ახალი ამბები
შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. გიორგი მღებრიშვილმა მათ მადლობა გადაუხადა.




„სტიქიასთან ბრძოლის დროს, ცაზე თქვენი ყოველი გამოჩენა იყო იმედი, ძალა და შედეგი... და ამ 2000-ზე მეტმა აფრენამ ყველას დაანახა, თუ რა შეუძლია სამშობლოსა და საქმის სიყვარულით გულანთებულ ადამიანს. იმ მძიმე წუთებში თქვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ, საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ იქცევიან ნამდვილი გმირები.

თქვენ ხართ მაღალი კლასის მფრინავები, ეკიპაჟის წევრები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხშირად ვერტმფრენით წარმოუდგენელ მანევრს ასრულებთ განსაცდელში მყოფი ადამიანების დასახმარებლად.

როგორც მფრინავები ამბობთ, ავიაცია მიწიდან იწყება. იმ მძიმე დღეებში, სასაზღვრო პოლიციის პილოტების მხარდამხარ, დაუღალავად შრომობდნენ ის ადამიანები, ვინც საფრენი აპარატების საიმედოობასა და მზადყოფნას უზრუნველყოფს. დიდი მადლობა მათ.

ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა. თქვენ ყოველთვის ღირსეულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიძლიერის სადარაჯოზე“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა.



ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ფოტო: შსს

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ატარებს ბაზრის კვლევას ზუგდიდის რეგიონალური ოფისისთვის ფართის ქირაობის მიზნით.
თიბისი, როგორც ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერი, ამჯერად ბიზნეს სექტორით, მათ შორის აგრობიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ არსებული მეურნეობებისა და საწარმოებისთვის ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
ზუგდიდი მოლში საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია გაიხსნა, რომელშიც პრემიუმ ხაზის ევროპული ბრენდების Original Marines და Mayoral პროდუქციაა წარმოდგენილი.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / მარტი 2023
რა პრობლემებს აწყდებიან სხვადასხვა ეტაპზე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები? რა გამოწვევების წინაშე დგანან მშობლები და როგორ უმკლავდებიან ისინი სირთულეებს?
22 / მარტი 2023
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გაიმართა. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც,
21 / მარტი 2023
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოხუმში ჩავიდა, სადაც კონსულტაციები გამართა.
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.