სენაკის დევნილთა დასახლებაში წამოწყებული ადვოკატირების კამპანია
13:33 / 02.11.2017
2017 წლის 1 ნოემბერს კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება
საქართველოს (LAG) წარმომადგენლებმა და სენაკის სათემო განათლების
ცენტრის
ხელმძღვანელმა რადიოს „ათინათი“ ეთერში
სენაკის დევნილთა დასახლებაში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების
გარშემო წარმართულ ადვოკატირების კამპანიაზე ისაუბრეს. მათი თქმით,
მოსახლეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ადგილზე არსებული საკანალიზაციო
სისტემის გაუმართაობით არის განპირობებული.
გადაცემის სტუმრები - კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება
საქართველოს (LAG) წარმომადგენლები: პროექტის კოორდინატორი - ნინა
გელაშვილი, იურისტი - რუსუდან პაჭკორია, სენაკის სათემო განათლების
ცენტრის დირექტორი და ადვოკატირების კამპანიის სამუშაო ჯგუფის წევრი -
ნონა ქადარია
რადიო გადაცემის მონაწილეებმა მსმენელს მოპოვებული ობიექტური
მონაცემები გააცნეს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს იმ უწყებათაშორის
შეხვედრაზე, რომელიც LAG-ის ორგანიზებით 13 ოქტომბერს გაიმართა
თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო პასუხისმგებელი
მხარეებისთვის პრობლემის არსის გაცნობა და გადაჭრის გზებზე
მსჯელობა.
რადიო გადაცემა მომზადდა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“
ფარგლებში, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხორციელდება
პარტნიორობით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო
ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ (CHCA).
პროექტის მიზანია რეგიონული სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების
შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის
მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები