საზოგადოება
"ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ – კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია და რეინტეგრაციის ხელშეწყობა
გადაცემის სტუმრები - პროექტის მენეჯერი საქართველოში - ნანა გოგოხია, იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სოციალური სამუშაოს სპეციალისტი - ნანა ფიფია და სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგი - ნანა ფაცაცია.

პროექტის შესახებ:


ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაიწყო მართლმსაჯულების სექტორის საფუძვლიანი რეფორმა და პრობაციის სისტემაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს პროგრესი, მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა მრავალფეროვანი პროგრამის დამსახურებაცაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ჯერ კიდევ საჭიროებს სხვადასხვა შემავსებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებს, რომლებიც ყოფილ მსჯავრდებულებს და პრობაციონერებს მისცემს კიდევ ერთ შესაძლებლობას საზოგადოებასა და დასაქმების ბაზარზე დასაბრუნებლად. 2014-2016 წლებში “Hilfswerk Austria International“- თან ერთად იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „ თანხმობამ“, ევროკავშირის დაფინანსებით, შიდა ქართლის რეგიონში წარმოადგინა ინტეგრაციული ტრენინგებისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის წარმატებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც, 150 მონაწილის ნახევარზე მეტი დასაქმდა ან დაიწყო საკუთარი ბიზნესი.



ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი სამართლიანობისთვის პროგრამა“ მეორე ეტაპის ფარგლებში, 2017 წლიდან დაიწყო პროექტის ახალი ეტაპი, რომელიც ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრების და პრობაციონერების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციის პროცესს საქართველოში, რათა მათ შეძლონ „ნაბიჯ - ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოგვმართონ

ზუგდიდი : კომბინატის დასახლება, ლეხ და მარია კაჩინსკას ჩიხი 1.
ტელ: 599 00 47 33
სამეგრელოს პრობაციის ტერიტორიულ ბიუროს : ქ. ზუგდიდი , კოსტავას ქ. 58 ტელ: 27 07 30 06
დანაშაულის პრევენციის ცენტრი: ცხელი ხაზი: +995 32 214 51 45. მისამართი: ზუგდიდის იუსტიციის სახლი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.