პოლიტიკა
რამდენი საჯარო ინფორმაცია გასცა 2015 წელს ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობამ
ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში 2015 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ 117 განცხადება შევიდა. აქედან, მერიაში 82, საკრებულოში კი 35.

საკანომდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მერიამ 82 განცხადებიდან 76 დააკმაყოფილა, 6 განცხადება კი ინფორმაციის არქონის მიზეზით, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში გადაამისამართა.

ამავე ანაგარიშში აღნიშნულია, რომ მერიას „არცერთ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია“.

რაც შეეხება ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს, აქ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე 35 განცხადება შევიდა. პასუხი გაეცა 31-ს, 4 კი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადაამისამართეს, რადგან ის საკრებულოს პრეროგატივას არ წარმოადგენდა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ მიმდინარე წელს საკრებულოში არც ერთი დახურული სხდომა არ ჩატარებულა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.