პოლიტიკა
მამუკა წოწერია: ზოდელავა ჩვენსა და მოსახლეობას შორის შუამავლად არ გვჭირდება (ვიდეო)
მურთაზ ზოდელავა არ გვჭირდება და ვერ იქნება მოდერატორი ჩვენსა და მოსახლეობას შორის, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია დღევანდელ დაპირისპირებას. მიის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სწორედ ის არის, რომ ხალხთან მეტი კონტაქტი ჰქონდეს, რათა პრობლემები მათთან ერთად მოგვარდეს.

„როგორი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ მოსახლეობასთან, საკუთარ პოლიტსაბჭოზე დასვან ეს საკითხი და ერთმანეთს მოთხოვონ პასუხი. ახლა მხოლოდ ამით შემოვიფარგლები, სიამოვნებით გავიცნობ და მექნება მათთან დისკუსია“, - თქვა წოწერიამ.



სხდომაზე საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ. მისი შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, დასრულდა.



„როდის შემდეგ გაიგო ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და აქვს უფლება სამოქალაქო საზოგადოებას დაესწროს სხდომებს? „ქართული ოცნების“ მოსვლამდე ვერ მეტყვიან 15 ადამიანს, ვინც იცოდა საკრებულოს სხდომის ჩატარების თარიღი. ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაიხსნა კარები. მთავარი მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი ვარ, არის სწორედ ის, რომ ქვეყანა დაადგა დემოკრატიზაციის პროცესს“, - აღნიშნა ლაგვილავამ.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის თამუნა ჯიქიას თქმით კი, ადგილობრივ ხელისფლებას აქვს კომპეტენცია, რომ საკუთარ მოსახლეობას გასაგებ ენაზე ესაუბროს.

„არ უნდა მოდიოდეს ზოდელავა, რომელიც იყო ყოფილი პროკურორი და არ უნდა გვითითებდეს, რა როგორ გავაკეთოთ მოსახლეობასთან. მისი პროკურორობის დროს უკავშირდება გახმაურებული საქმეები, მათ შორის, „იმედის“ დარბევა. რაც შეეხება ადგილობრივ მთავრობას ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ მათ საჭიროებებს და გადაწყვეტილება გამოგვაქვს ერთად. ხალხი დაიღალა შოუებით და კონსტრუქციულად უნდა ვიმუშაოთ“, - თქვა სხდომაზე ჯიქიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ დღევანდელი სხდომა ხმაურის გამო რამდენიმე საათით გადადო. დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე საკრებულოს დარბაზს გარეთ დაიწყო. ენმ-ის მხარდამჭერებმა და წევრებმა გელა თოლორაიას სხდომაზე შესაძლო დასწრება გააპროტესტეს. მოგვიანებით, სხდომის დაწყების შემდეგ მურთაზ ზოდელავა სხვადასხვა საკითხის დაყენებას ითხოვდა. ფაცაციამ მას მოუწოდა, რომ საკითხები დღის წესრიგით გათვალისწინებულ დროს განეხილათ, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ.



დაპისისპირება სხდომის გარეთაც გაგრძელდა.


ამავე თემაზე:

„ქართული ოცნების“ წევრები ენმ-ის სხდომის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.