ახალი ამბები
ქართული მხარე დე-ფაქტო რესპუბლიკების ვენესუელაში ვიზიტზე: არ ვცნობთ მადუროს ლეგიტიმურობას
ვენესუელაში 10 იანვარს დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას. ამის შესახებ საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წვერი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

„ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერების მონაწილეობას „ინაუგურაციის“ ცერემონიაში, საგარე საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნულს ერთადერთი მიზანი აქვს.

„ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა „ინაუგურაციის“ ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, - აცხადებს ქართული მხარე.


ამავე თემაზე:

რაულ ხაჯიმბა ვენესუელის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გაემგზავრება 
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს.
დღეს, 4 ივლისს ამერიკელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 244 წლისთავს აღნიშნავს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად,
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული პაციენტებიდან ერთ-ერთს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 102 პირი იმყოფება.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ივლისი 2020
ზუგდიდში სამგზავრო ავტობუსს უცნობმა პირმა ქვა ესროლა და საქარე მინა დაუზიანა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ცაიშთან მაშინ მოხდა, როცა ავტობუსს მგზავრები თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა. სატრანსპორტო კომპანია "გლობუსის"
09 / ივლისი 2020
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, საგანგებო სიტუაციების და უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლებთან ერთად, წვრთნებს გადიან. ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის
09 / ივლისი 2020
სვანეთში, სოფელ ხაიშთან გავრცელებული ტყის ხანძარის ოთხი კერიდან სამის ლიკვიდაცია, ხოლო ერთის სრული ლოკალიზება მოხერხდა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.