მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო: “პუტინი კორუმპირებული პრეზიდენტია”
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორუფციაში ღიად დაადანაშაულა. ადამ შუბინმა ეს განცხადება ბრიტანული ტელეკომპანია "ბი ბი სი"-ს ეთერში გასულ ფილმში "პუტინის საიდუმლო სიმდიდრენი" გააკეთა.

შუბინი, რომელიც უწყებაში სანქციებისა და ტერორიზმის საკითხებს კურირებს, ამბობს, რომ პუტინი კორუმპირებული პრეზიდენტია და ამერიკის ხელისუფლებამ ამის შესახებ დიდი ხანია იცის.

"ჩვენ ვხედავდით, როგორ ამდიდრებდა ის თავის მეგობრებსა და ახლო მოკავშირეებს", - განაცხადა შუბინმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი სავარაუდოდ, 110 ათას დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში, თუმცა ეს ციფრი რეალურად არ ასახავს მისი ქონების ოდენობას.

ამასთან, მან არ გააკეთა კომენტარი აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს 2007 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლის თანახმად, პუტინის ქონება 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ განცხადებებს "წმინდა წყლის გამონაგონი" უწოდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.