ახალი ამბები
ონლაინ მათემატიკა - დრანდელი მასწავლებლის Youtube გაკვეთილები ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის
ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული კარანტინის გამო ბევრი მოსწავლე შინ სწავლების მეთოდზე გადავიდა, მათი ნაწილი კი YouTube-ზე საგანმანათლებლო არხებს აქტიურად იყენებს.

რამდენიმე თვეა, რაც მათემატიკის მასწავლებელმა და პროგრამისტმა ლაშა ყალიჩავამ გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური ვიდეო არხი „მათემატიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“, სადაც ის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის მარტივი მეთოდებით გაკვეთილებს ატარებს. კარანტინის შემოღების შემდეგ, არხის გამომწერთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.

ამ სახით ონლაინ გაკვეთილების გავრცელების იდეა ლაშა ყალიჩავას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მან საკუთარი მე-3, მე-4 და მე-6 კლასელი შვილებისთვის საჭირო მასალა ინტერნეტში ვერ მოიძია.
YouTube არხზე ის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ და მარტივ ენაზე მომზადებულ ვიდეო-გაკვეთილებს ტვირთავს, მათ შორის, დაბალი საფეხურის მოსწავლეებისთვისაც. პედაგოგის თქმით, მისი გაკვეთილები ასევე სასარგებლოა იმ მშობლებისთვის, რომლებიც ბავშვებს დავალებების შესრულებაში ეხმარებიან.

”ჩემს გაკვეთილებში ვცდილობ მარტივი ენა გამოვიყენო, მინიმუმამდე დავიყვანე სპეციალური ტერმინებიც. ვიდეო გაკვეთილებისთვის საჭირო თემებს,  ყოველდღიურობიდან - ჩემი შვილების მაგალითზე ვარჩევ. ამა თუ იმ მასალის ახსნისას ვხედავ, თუ რა უჭირთ მათ და ვხვდები, რომ მსგავს სირთულეებს სხვა ბავშვებიც აწყდებიან”,- აღნიშნა მან.

მათემატიკოსი ამბობს, რომ ახალი კონტენტის შესაქმნელად მოტივაციას მადლიერი გამომწერები უქმნიან, რომლებიც წერენ, რომ მისი ვიდეო-გაკვეთილები მათ სხვადასხვა თემის ათვისებაში ეხმარება. ახლა ონლაინ არხზე „მათემატიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ დაახლოებით 50 გაკვეთილია განთავსებული, მესამედან მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის. ლაშა ყალიჩავა ამბობს, რომ არხზე მასალები მუდმივად ახლდება.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტს დაწესებული შეზღუდვები 20 აპრილიდან ნაწილობრივ მოხსნა, თუმცა 4 მაისამდე შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

წყარო: ნუჟნაია გაზეტა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.