კორონავირუსი
სენაკელ ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა
ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სენაკში, კლინიკა “არქიმედეს“ ემერჯენსის განყოფილებაში მუშაობდა, ხოლო ფოთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. სენაკის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ანა ჭიჭაღუას ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, მაშინ დაინფიცირდა, როდესაც ბათუმიდან თბილისში ინფიცირებული პაციენტები გადაჰყავდა.

„2 სექტემბერს ფოთიდან ბათუმში გამოძახებული იყო ბრიგადა, დაინფიცირებული ოჯახი გადაიყვანეს თბილისში. ექიმი ეკიპირებული იყო, მაგრამ რანაირად მოხდა დაინფიცირება ვერ გეტყვით. ამის შემდეგ, 4 სექტემბერს იმუშავა "არქიმედეში", ემერჯენსის განყოფილებაში და ყველა თანამშრომელი, რომლმაც მასთან ერთად იყო მორიგე , გადაყვანილია იზოლაციაში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანა ჭიჭაღუამ.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. მისი ოჯახის წევრები კი კარანტინში უკვე გადაიყვანეს.

„თავად ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას მხოლოდ ერთი დღე აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. მალე გადაიყვანენ საავადმყოფოში“, - აღნიშნა ჭიჭაღუამ.

ინფორმაციისთვის, 6 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 45 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აქედან 15 პაციენტია, მედპერსონალი - 2, კარანტინიდან- 27, თვითიზოლაციიდან - 1. გამოკვლეულებიდან ახალი კორონავირუსი მხოლოდ ერთს, სენაკელ ექიმს დაუდასტურდა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.