ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ოპერატიული შტაბის მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-ზე სულ 298 ადამიანი გამოიკვლიეს.

გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. შტაბის ინფორმაციით, ორივე მათგანს ორმხრივი პოლისეგმენტარული პნევმონია და თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებებისა, მათი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 105 კოვიდპაციენტია მოთავსებული, მათგან 31 - ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. კლინიკიდან 8 ადამიანი გაეწერა.

სოხუმის ინფექციურში მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე 30 ადამიანი გადის.

სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზე მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში გასული დღე-ღამის განმავლობაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მკურნალობას 48 პირი განაგრძობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 4649 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2 500, გარდაცვლილია 50 ადამიანი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.