ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის კიდევ 227 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთი 227 დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 201 368-ს.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 001 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 169 282-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 953 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა-228, იმერეთი-489, ქვემო ქართლი-229, შიდა ქართლი- 160, გურია-64, სამეგრელო-ზემო სვანეთი-227, კახეთი-145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი-55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15.ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 896, აჭარაში-815, იმერეთში-1 379. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-520, აჭარაში-140, იმერეთში-246. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-50, იმერეთში-62. 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 806-თბილისში, 1 062-აჭარაში, 135-იმერეთში. 21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-248, აჭარაში-76, ხოლო იმერეთში-7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 545 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 811 პირი, აჭარაში-7 492, იმერეთში-6 268“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
18 / აპრილი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
18 / აპრილი 2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.