ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 122 პირს დაუდასტურდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევავა გამოვლინდა, მათ შორის, სამეგრელო - ზემო სვანეთში 122 დაფიქსირდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 869 ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით.

ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 180 441-მდე.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 255, ქვემო ქართლი - 140, შიდა ქართლი - 133, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 80, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 138, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 868 - აჭარაში, 126 - იმერეთში. 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 481 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 147, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 687 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 775 პირი, აჭარაში - 5 993, იმერეთში - 6 330“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 208 638-ს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.