ახალი ამბები
"სპუტნიკ V- ის" შემდეგ აფხაზეთში მოქალაქეებს რუსული "სპუტნიკ ლაითით"აცრიან
სოხუმმა მოსკოვისგან რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი "სპუტნიკ ლაითი" მიიღო. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ 5 ათასი დოზა ვაქცინა 6 აგვისტოს შემოიტანეს, რასაც წინ უსწრებდა რუსეთის ფედერაციასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლებშიც უშუალოდ ასლან ბჟანია იყო ჩართული, წერს "აფსადგილ ინფო".

"სპუტნიკ ლაითი" რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მეოთხე ვაქცინაა, რომელიც Covid 19-ის წინააღმდეგ გამოიყენება. ის გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ არის შემუშავებული და "სპუტნიკ V– ის" კომპონენტურ ვერსიას წარმოადგენს.

რესპუბლიკაში მოსკოვიდან მაისში ჩამოტანილი რუსული ანტიკოვიდური პრეპარატ "სპუტნიკ V-ის" 6.5 ათასი დოზა ივლისის თვეში ამოიწურა და მას შემდეგ აფხაზეთში იმუნიზაციის პროცესი შეწყვეტილი იყო.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საგანგაშო ეპიდვითარებაზე საუბრობენ და დე ფაქტო ხელისუფლებას რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რასაც აფხაზი დეპუტატების ნაწილი უჭერს მხარს, თუმცა, სოხუმს ახალი აკრძალვები ჯერჯერობით არ დაუწესებია.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 118 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 888 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 326, გამოჯანმრთელდა 18 205 მოქალაქე.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 34 °C
img
სოხუმი 30 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.