ახალი ამბები
კორონავირუსი: სოხუმში ცალკეული სკოლებისა და კლასების დახურვას არ გამორიცხავენ
სოხუმში აცხადებენ, რომ ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, რის გამოც ცალკეული სკოლების, კლასების და ბაღების დროებით დახურვას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ ქალაქის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ალა ბელიაევამ განუცხადა ადგილობრივ ტელევიზიას. თუმცა, აქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე, სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება.

მისივე ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში, დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს და სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, სულ რამდენიმე ბავშვი მოათავსეს სტაციონარში სამკურნალოდ. ეპიდემიოლოგის თქმით, "დელტა შტამის საინკუბაციო პერიოდი შემცირებასთან დაკავშირებით", შესაძლოა, კარანტინის ვადაც ერთ კვირამდე შემცირდეს.

გასული დღე - ღამის განმავლობაში სოხუმმა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით,  ბოლო 24 საათში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც რუსულ საველე ჰოსპიტალში მკურნალობდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 27 775 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 417, გამოჯანმრთელდა 22 680 მოქალაქე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
15 - 16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და..."  ჩატარდება.
ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ, არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში 4 ახალგაზრდა დააფინანსა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2024
გუდაუთის მცხოვრებლებმა სასტუმრო "როსიას" საკანალიზაციო არხები გადაკეტეს, ანტისანიტარიის გამო. 
15 / ივლისი 2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 389
15 / ივლისი 2024
2020-დან 2022 წლის ჩათვლით, უცხოური დონორი ორგანიზაციების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ ადგილობრივი
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.