ახალი ამბები
ტყვარჩელში კარანტინი გამოცხადდა - საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები აღარ დარჩა
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ტყვარჩელში კარანტინი გამოცხადდა. 20 დეკემბრამდე დახურულია ყველა დაწესებულება, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და პურის ქარხნის გარდა.

ადგილობრივი ტელევიზიის თანახმად, ბოლო 5 დღეში, რაიონში კორონავირუსით ინფიცირების 120- ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები აღარ დარჩა.

აფხაზეთის დე  ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 დეკემბერს სოხუმს რუსეთის მრავალპროფილური მობილური ჰოსპიტალი დატოვებს, რომელიც პანდემიის პერიოდში ორჯერ მოეწყო ქალაქში და მოქმედებდა 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან 13 დეკემბრამდე, მანამდე კი  2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე.  "ჯანდაცვის მინისტრის" ედუარდ ბუთბას განცხადებით, რუსულმა სამხედრო ჰოსპიტალმა დიდი დახმარება გაუწია აფხაზ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში. მისივე თქმით, ახლა მთელი დატვირთვა ისევ ადგილობრივ მედიკოსებს დააწვება.

გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსზე 510 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 106 -ს დაუდასტურდა Covid- 19. ადგილობრივი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა, 1936 წელს დაბადებული ქალი, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 36 460 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა - 29 150, ხოლო გარდაიცვალა 545 პირი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.