დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 62 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან  8 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. 
ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 36 ადამიანი მკურნალობს, მათგან 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 556 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 51 222, ხოლო გარდაიცვალა 681 ადამიანი.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები