ახალი ამბები
წალენჯიხის მერი საეჭვო ტენდერებზე: ვაპირებ, დავინტერესდე ამ საკითხით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას თქმით, ის დაინტერესდება მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებით, რომელზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. ფარცვანიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ის კვლევას გაეცნო და საკითხით დაინტერესდება.

"მე ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს კორუფციის ნიშნები. ვაპირებ დაველაპარაკო საკრებულოს თავმჯდომარეს. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. მე ვიცი მერიის გამოცხადებული ერთი ტენდერი, რომელშიც ამ კომპანიამ გაიმარჯვა. რაც შეეხება სხვა უწყებებს, მე ინფორმაცია არ მაქვს", - აღნიშნა ფარცვანიამ.

დღეს, პირველ ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა მონიტორიგნის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ წალენჯიხაში ტენდერებს საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარისა და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს. ორგანიზიაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა კორუფციის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს.

შპს წალენჯიხის საგზაო სამმართველოს დირექტორი ბაგრატ ღვინჯილია ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ წალენჯიხაში ტენდერების მოგებაში კორუფციის ნიშნები არ არსებობს. როგორც ღვინჯილიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, კომპანია ტენდერებს კეთილსინდისიერად იგებს და იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია მისი ბიძაშვილი და ბიზნესპარტნიორია, აღნიშნულთან კავშირი არ აქვს.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 36 °C
img
სოხუმი 31 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.