ახალი ამბები
სამეგრელოში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის 6 780 000 ლარი დაიხარჯება
ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება სამეგრელოს მასშტაბით დაიწყო. სარეზერვო ფონდიდან რეგიონისთვის გამოყოფილმა თანხამ 6 780 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ისაუბრა.

რამდენიმედღიანმა სტიქიამ სამეგრელოში 2400-მდე კერძო სახლის სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ დააზიანა. ზარალის კომპენსაციისთვის ადგილობრივი მოსახლეობსითვიის 1 470 000 ლარი გამოიყო.

5 310 000 ლარი კი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება.

"ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან კომპენსაციებს მიიღებს. შესაბამისმა კომისიამ დაადგინა უკვე ზარალი და ანაზღაურება მოხდება შესაბამისად. მთავრობის განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1 470 000 ლარი რომელიც გაიცემა საკომპენსაციოდ და ჩაერიცხება მოსახლეობას. გარდა კომპენსაციისა მთავრობამ რეგიონისათვის გამოყო 5.3 მილიონი ლარი რომელიც მოხმარდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. ხვალიდან მთელი რეგიონის მაშტაბით დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები,"- აღნიშნა სამეგრელო - ზემო სვანეთში სახელმმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაზიანებული მრავლბინიანი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილმა თანხამ 837 000 ლარი შეადგინა. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.