ახალი ამბები
NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს
პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში, NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს და მას 60 პროცენტი აქვს. კვლევების მიხედვით, მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 54%-ით, ხოლო მესამეზე დავით უსუფაშვილი - 51%-ით. მოწონების რეიტინგში შემდეგ პოზიციაზე, 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი, ასევე, 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით - ბიძინა ივანიშვილი, 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით - თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ. როგორც "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რეიტინგში მოცემული თითქმის ყველა პირის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია, მათ შორის, აპრილში, ირაკლი ალასანიას მოწონების რეიტინგი 67%-ს შეადგენდა, ირაკლი ღარიბაშვილის - 64%-ს, დავით უსუფაშვილის – 61%-ს, დავით ბაქრაძის - 51%-ს. 2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი რეიტინგი, რომელსაც აპრილში ჩატარებულ კვლევაში 46%-იანი მოწონების მაჩვენებელი ჰქონდა; დავით ნარმანიას მოწონების რეიტინგი გაზრდილია სამი პროცენტით. მას აპრილში 41% ჰქონდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.