ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მოინახულა. "ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებთან შეხვედრისას. საქართველოს მთავრობის მეთაური მეუღლესთან ერთად დღეს კიბოს ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პრემიერის ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" მიერ დაფინანსებული 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბავშვებს გამოჯანმრთელება უსურვეს, საჩუქრები გადასცეს და მათ მშობლებს სრული თანადგომა აღუთქვეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლებთან და სამედიცინო პერსონალთან საუბრისას განაცხადა, ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სოლიდარობას. "ჩვენი ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი ძალიან წარმატებულად მუშაობს. ფონდს უკვე დაახლოებით 25 ათასი საჯარო მოხელე შეუერთდა, რომლებიც ყოველთვიურ შენატანებს აკეთებენ. ამ იდეაზე დიდხანს ვფიქრობდი. ძალიან განვიცდიდი, რომ სახელმწიფო სრულად ვერ ეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს. სწორედ აქედან გაჩნდა სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეა. ჩვენ ყველანი გავერთიანდით იმ მძიმე სენის წინააღმდეგ, რასაც ონკოლოგიური დაავადებები ჰქვია", - განაცხადა პრემიერმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.