ახალი ამბები
ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფი იმუშავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის მეთაურის უშუალო დაქვემდებარებაში იქმნება უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, პირველ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან დღეს შეიკრიბება.ჯგუფის მუშაობაში პირველ ეტაპზე ჩართულები იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო მომდევნო ეტაპზე - საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ასევე მიმდინარეობდა მუშაობა ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველადი სამუშაო დოკუმენტი, რომლის განხილვაში ჩაერთვებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი რეკომენდაციები საბოლოო დოკუმენტში აისახება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.