ახალი ამბები
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 7 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს
გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განცხადებით, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს. მათ შორის წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. ამასთან, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრი წამში. დღეს, ღამით თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +2; ხვალ დღისით კი +7 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით _ +1;+6; ხვალ დღისით – +3;+8 იქნება; მთაში და მაღალმთაში კი ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით ჰაერის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია -3;+2; დღისით +4;+9; მთასა და მაღალმთაში შესაძლოა ითოვოს. ნინო წვერავას განცხადებით, 4 იანვრის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. კერძოდ, 5-6 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. 7 იანვარიდან საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. შესაბამისად, 7 იანვარს, დღის მეორე ნახევარიდან ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმა თოვლში გადავა. მათ შორის თოვლია მოსალოდნელი თბილისშიც. 8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისშიც, იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 20-25 მეტრ წამი იქნება. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.