იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტს, რომლებიც აქციაში „არა ტერორს“ მონაწილეობდნენ, დაკავების შემდეგ იძულებით გადაპარსეს თავი.
„დაე მსოფლიომ ნახოს, რამდენი მოწინააღმდეგე ჰყავს აზერბაიჯანში რეჟიმს“, განაცხადა ადვოკტმა გურბან მამედოვმა. მან დასძინა, რომ თუ საზოგადოება არ გამოხატავს თავის პოზიციას ახალგაზრდებზე ძალადობის, „სახელმწიფო ბიუჯეტის დატაცების, სახალხო სიმდიდრის განიავების გამო“, „რეჟიმის“ მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მასშტაბები გაიზრდება და აზერბაიჯანში სერთოდ შეუძლებელი იქნება ცხოვრება".
ახალგაზრდა აქტივისტები 30 აპრილს დააკავეს, როდესაც ისინი სახელმწიფო ნავთობის აკადემიაში მასობრივ მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით აქციას ატარებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები