ზუგდიდის საკრებულოს მიმართვა კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაზარალებულ წევრებს (ვიდეო)
17:14 / 09.12.2015
სახელმწიფომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით
წარმოშობილი ვალდებულება შესაძლოა, ვალად აღიაროს და მოსახლეობას
შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოს შესაბამისი
ინფორმაციის მოძიება დაავალა.
საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის
კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას განმარტებით, მათ უკვე მოიძიეს
სამი კორპუსი, სადაც ათეულობით ადამიანს ბინები უნდა მიეღო.
„თუ ვინმე დარჩა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ მოუმართავს ჩვენთვის,
ვთხოვთ 15 დეკემბრამდე მოგვმართონ და წარმოადგინონ შესაბამისი
დოკუმენტაცია. ეს შეიძლება იყოს გადახდის ქვითარი, ან ნებისმიერი
დოკუმენტი“, - აღნიშნა თენგიზ ქოჩუამ.
საქართველოს მთავრობამ ზემოაღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ 2004
წლიდან დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მისი მოგვარება ვერ
მოხერხდა. პრობლემას „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის
პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია“ სწავლობს.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები