სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 19 მაისს მოკლული გიგა
ოთხოზორია
დადიანების კარის ეკლესიიდან გამოასვენეს და ე.წ ახალ სასაფლაოზე
დაკრძალეს.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი დღეს
დილიდან მიმდინარეობდა.
გარდაცვლილის ოჯახს ნათესავებმა, მეგობრებმა, მოქალაქეებმა,
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წევრებმა,
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, პროკურატურის და სასამართლოს
თანამშრომლება, ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებმა
მიუსამძიმრეს.
თითეული მათგანი გიგა ოთხოზორიას მკვლელის სათანადოდ დასჯას
ითხოვდა.
ყველა ღონისძიება, რომელიც ქალაქში დღის განმავლობაში ჩატარდა, 19
მაისს ხურჩა-ნაბაკევის პირობით საზღვართან მოკლულ გიგა ოთხოზორიას
ხსოვნას ეძღვნებოდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები