დევნილებისთვის 4 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება (ვიდეო)
15:06 / 07.06.2016
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის განკუთვნილი კორპუსების
მშენებლობა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა
დაათვალიერა.
მისი თქმით, ბარამიას ქუჩაზე ოთხი 12- სართულიანი კორპუსი აშენდება,
სადაც ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.
„დაპირებისამებრ ვაგრძელებთ მშენებლობას. ეს იქნება შესახლების
მუდმივი ეტაპი, თავიდან გვქონდა 34 კორპუსზე გათვლა, თუმცა 20-მდე
დავიყვანეთ, რადგან ქალაქდაგეგმარებამ მოითხოვა შემცირება“ -
განაცხადა მან.
ამ ეტაპზე ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი
სახლის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც
წლის ბოლომდე დასრულდება.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან ერთად მშენებლობის პროცესი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“
განახორციელებს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები