ახალი ამბები
გოგია: ვიცით აუტისტი ბავშვი და სწორედ იმ დაკეტილი კარიდან უნდა შესულიყო (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მე-15 ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე განცხაება კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში შესასვლელი სხვა კარები ღია იყო, ბავშვი იქ სწორედ იმ კარით უნდა შესულიყო, რომელიც დაკეტილი დახვდა.

„ვერ შევიდა იმ კარიდან, რომელი კარიდანაც ყოველთვის შედიოდა, აუტისტი ბავშვია, ვიცით ჩვენ და იმ კონკრეტული კარიდან უნდა შესულიყო“, - აღნიშნა გოგიამ და დასძინა, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

მერის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა. მერის დავალებით დღეს ბაღში აუდიტი შევიდა.

მისგან განსხვავებით, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ, მისი იფორმაციით, მე-15 ბაღში გაუგებრობა მოხდა.

"ამასთან დაკავშირებით ჩვენი რეაქციაც იყო ადეკვატური, მაგრამ,როგორც ვიცი, იქ ასეთი ტრაგიკული იქ არაფერი იყო. ბავშვი დარბაზში ჩვეული კარებით იმიტომ ვერ შევიდა, რომ იქ დეკორაციები იყო და სწორედ ამ საორგანიზაციო საკითხებმა შეუშალა ხელი ამ კარებიდან მის დარბაზში მოხვედრას", - ასე უპასუხა წოწერიამ ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესის" კითხვას და დასძინა, რომ თითოეული ბავშვის უფლების დარღვევა მათ მიერ მკაცრად შეფასდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერის დავალებით მე-15 ბაღში აუდიტი შევიდა (ვიდეო)

ბაღის ინციდენტთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერს მიმართავს

ბაღში, სადაც ინციდენტი მოხდა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეცჯგუფია გახსნილი 

მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ზუგდიდის მერიაში დაიბარეს (ვიდეო)

მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.