ახალი ამბები
„შენების მოძრაობის“ კანდიდატის მხარდამჭერებმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს (ვიდეო)
“გაერთიანებული ოპოზიციის“ მხარდამჭერების შემდეგ  მოქალაქეების შეკითხვებს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მომხრეებმა უპასუხეს. ამასთან, მათ რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალეს რის გამოც დავით უსუფაშვილს უჭერენ მხარს და აღნიშნეს, რომ დღეს შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან ქვეყანას  მხოლოდ მათი პარტიის კანდიდატი გამოიყვანს. ამაში კი, მაია ღურწკაიას მოსაზრებით, უსუფაშვილს განათლება, პოლიტიკური გამოცდილება, ხედვები და პროგრამები დაეხმარება.

alt

„უსუფაშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის მოწყობა უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციით“, - თქვა მაია ღურწკაიამ.



კანდიდატის მხარდამჭერებს  შეკითხვა მოქალაქე თეა ქარდავამ დაუსვა. ის დაინტერესდა როგორ შეძლებს მათი პრეზიდენტობის კანდიდატი არათანაბარ პირობებში გამარჯვებას. ქარდავამ ასევე აღნიშნა, რომ „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მთავრობაში ყოფნის დროს არ ახსოვს, რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება, რაც იმდროინდელ უმრავლესობასთან წინააღმდეგობაში იყო. ამ კითხვაზე მას უპასუხეს, რომ როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ფსკერისკენ მიჰყავდა ქვეყანა ისინი წინაღმდეგ წავიდნენ და მსგავსი სიტუაცია მეორდება დღესაც.

რაც შეეხება თანაბარ საარჩევნო პირობებს, მაი ღურწკაია ამბობს, რომ მიუხედავად ამ მხრივ არასასურველი მდგომარეობისა, ისინი მაინც ეცდებიან მეორე ტურში გასვლას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.