ახალი ამბები
დღეს ზუგდიდში ფერმერთა დღე გაიმართება
"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ინიციატივით, "ფერმერთა დღე" დადიანების სასახლის ეზოში დღეს, 18 ნოემბერს ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ფერმერის დღე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. დასავლეთიდან სტარტის აღება კი განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი ფერმერების დაახლოებით 60% დასავლეთ საქართველოდან არის წარმოდგენილი.

დღესვე გაიმართება პროდუქციის გამოფენა, გაყიდვა, დეგუსტაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაცია და ასევე მოეწყობა ფერმერების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას დაესწრება 600-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილი ფერმერები მთელი საქართველოდან.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება 15:00 საათზე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება. 17:00 საათზე კი ღონისძიება ოფიციალური ნაწილით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაციით გაგრძელდება, რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე წარადგენს.

პრეზენტაციის შემდეგ დაჯილდოვდება 23 წარმატებული ფერმერული მეურნეობა. დღის ბოლოს ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.

ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.