ახალი ამბები
შს მინისტრი: გპირდებით, არჩევნების დასრულების შემდეგაც უფრო ხშირად ვიქნები სამეგრელოში
"სამწუხაროდ, სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს",  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა. მან დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა.

"მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს. სამეგრელო მნიშვნელოვანი კუთხე და რეგიონია. პირველ რიგში, ამას განაპირობებს საოკუპაციო ხაზი, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ის, რომ ეს არჩევნები მშვიდ, ღია და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სხვა რეგიონებთან შედარებით აქ უფრო ხშირად მიწევს ყოფნა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქაური ჟურნალისტები უფრო მობილიზებული და ეფექტურები ხართ. სხვები ვერ ასწრებენ ასე სწრაფად ჩემს დაფიქსირებას", - განაცხადა გახარიამ.

მინისტრის განმარტებით, მისი სამეგრელოში ხშირი ჩამოსვლა არჩევნებს არ უკავშირდება და ის მხოლოდ იმ ყურადღების კომპენსირებას ემსახურება, რაც ამ რეგიონს აკლდა.

"გპირდებით, რომ არჩევნების დასრულების შემდეგაც უფრო ხშირად ვიქნები აქ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს, სრულიად შემთხვევით მოვხვდი მონადირეებთან შეხვედრაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან  ამ ტურბულენტურ ისტერიულ გარემოში ვნახე წყნარი და მშვიდი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი პროფესიის გარდა გააჩნიათ მშვენიერი ჰობი. ეს იყო ძალიან მომხიბვლელი და სასიამოვნო. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავისვენე კიდეც",- აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია უკვე რამდენიმე კვირაა, ზუგდიდში შეხვედრებს მართავს. ის რამდენჯერმე შეხვდა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

ამავე თემაზე:

გიორგი გახარია ზუგდიდში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დღესაც შეხვდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.