დავით სერგეენკომ ზუგდიდში ექიმებს მადლობის სიგელები გადასცა (ვიდეო)
17:47 / 24.11.2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება. მინისტრმა
შეხვედრები გამართა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და ასევე გაეცნო რეგიონის სხვადასხვა კლინიკაში მიმდინარე სამედიცინო გასინჯვების აქციის მიმდინარეობას, რომელიც პერმანენტულად ტარდება. დღესვე სერგეენკო ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც გაფართოებული შეხვედრა გამართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ექიმებთან და მათ კითხვებს უპასუხა. ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონის ღვაწლმოსილი ექიმები დააჯილდოვა. სულ სერგეენკომ მადლობის სიგელები 13 მედიკოსს გადასცა.
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები